ილონ მასკის ქონება წლის პირველ 7 დღეში $25 მლრდ-ით გაიზარდა

ილონ მასკის ქონება წლის პირველ 7 დღეში $25 მლრდ-ით გაიზარდა

access_time2021-01-08 17:00:12


მილიარდერთა ქონებას მსოფლიოში ძირითადად Forbes და Bloomberg ითვლის. მეთოდოლოგიური სხვაობის გამო მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება. Bloomberg-ის ცნობით პლანეტის უმდიდრესი ადამიანი $185 მლრდ-ით ილონ მასკი გახდა, რომელმაც ჯეფ ბეზოსი უკან ჩამოიტოვა, Forbes-ის დათვლებით მასკი ჯერ კიდევ მეორეზეადა მისი ქონება „მხოლოდ“ $177 მლრდ-ს შეადგენს. უფრო ხანგრძლივი ისტორიის მქონე Forbes-ის მიხედვითაც კი მასკის ქონება წლის პირველ 7 დღეში $25 მლრდ-ით გაიზარდა.


თუ მასკმა გამდიდრების ასეთი ტემპი შეინარჩუნა, რისი ალბათობა მაინც დაბალია, უკვე 2021 წლის ბოლოს ის პლანეტის პირველი ტრილიონერი გახდება.


ქონების ასეთი სწრაფი ზრდა TESLA-ს აქციების ღირებულების ზრდამ გამოიწვია. თუ 2020 წლის 31 დეკემბერს ტესლას საბაზრო კაპიტალიზაცია $669 მლრდ-ს შეადგენდა, 2021 წლის 7 იანვარს ის უკვე $114 მლრდ-ით მეტი, $783 მლრდ ღირდა.


აქციების ფასზე სხვა ყველაფერთან ერთად 2020 წლის გაყიდვების სარეკორდო მაჩვენებლის გამოქვეყნებამაც იმოქმედა. ორწლიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ტესლამ 0.5 მლნ ელექტრომობილის რეალიზება შეძლო.




წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირედი ჩამორჩენა მხოლოდ მეორე კვარტალში დაფიქსირდა, მაშინ როცა ნახევარი მსოფლიო მკაცრ კარანტინში იყო მოქცეული.


Tesla ილონ მასკმა 2003 წელს კალიფორნიაში დააფუძნა. პირველი ელექტრომობილი Tesla Roadster მან 2008 წელს გამოუშვა. პირველ მოდელს ბაზარზე დიდი გარღვევა არ მოუხდენია, გაყიდვებმა 2250-ს ვერ გადააჭარბა. ის უფრო ცნობილი 2018 წელს მას შემდეგ გახდა, რაც მასკმა, თავისი პირველი ელექტრომობილი, თავისივე რაკეტით - Falcon Heavy-ით მარსზე გააგზავნა. 2012 წელს ბაზარზე ლაქშერი კლასის Teslamodel S გამოჩნდა, 2015 წელს კი ასევე ლაქშერი SUV Teslamodel X. ნამდვილი წარმატება 2018 წლიდან Teslamodel 3-ის გაყიდვებში ჩაშვებიდან დაიწყო. 2020 წელს დაგეგმილი იყო 40 ტონიანისატვირთოს TeslaSemi-სადასუპერქარ TeslaRoadster-ის გამოშვება. პანდემიამ გეგმები 1 წლით გადასწია. მასკი ირწმუნება, რომ ახალი TeslaRoadster 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს 400 კმ/სთ-ს განავითარებს და 1 დამუხტვით 1000 კმ-ს გაივლის და მხოლოდ $200 000 ეღირება, რაც ამ მონაცემების სხვა შიდაწვის ძრავიან კონკურენტებთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია.


აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით, მასკმა ყველა თავის პატენტი გაათავისუფლა და კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

მასკის ამბიციები ბაზრიდან შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების განდევნით არ შემოიფარგლება. ექსტრაორდინარულ ბიზნესმენს დიდი ქალაქების hyper loop-ის სისტემის ზებგერითი მაგლევის ტიპის მატარებლით დაკავსირება სურს. ვაკუუმის გვირაბში ჰაერის წინაღობის გარეშე მატარებლებმა 1192 კმ/სთ ან უფრო მეტი უნდა განავითარონ. ამ დროისთვის 2 მარშრუტი განიხილება ლოს-ანჯელესი - სანფრანცისკო და დუბაი-აბუ დაბი. თავად ქალაქში კიმასკის აზრით, საცობებისგან განტვირთვის მიზნით ელექტრომობილებმა მიწისქვეშა გვირაბების ქსელში უნდა გადაინაცვლონ სადაც ისინი 200 კმ/სთ-ით გადაადგილებას შეძლებენ.


2020 წელს 9 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის მიწიდან კვლავ აფრინდნენ ამერიკელი ასტრონავტები და ეს მასკის კოსმოსური ხომლადით SpaceX-ის Crew Dragon-თ მოხდა.


2020 წელს სატელიტური ინტერნეტის სიჩქარის გასაზრდელად და უკეთ დასაფარად მასკმა კოსმოში 955 სატელიტი გაუშვა, 2021 წელს მათი 12 000-მდე გაზრდაა დაგეგმილი.


ილონ მასკის უმთავრესი მიზანი კი მაინც მარსის კოლონიზაციაა, რომლის დაწყებასაც 20-იან წლებში გეგმავს.

 

გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up