კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის გამო მისი დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში 2,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
კერძოდ, 20 იანვარს მასკის ქონება 30,9 მილიარდ დოლარს აღწევდა, 23 იანვარს 33,3 მილიარდამდე გაიზარდა, 24 იანვარს კი 33 მილიარდამდე შემცირდა.
სააგენტოს ცნობით, 2020 წელს მასკის ქონება 5,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
Imedinews