ბიტკოინის ფასი 11%–ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Tesla Inc.–ის მფლობელმა ილონ მასკმა ტვიტერზე მორიგი განცხადება განათავსა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ტვიტში მასკი ელექტრომობილების კრიპტოვალუტაში გაყიდვის განახლების შესახებ წერს, თუმცა დასძენს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კრიპტოვალუტის გამომუშავება ნახევრად სუფთა ენერგიით მოხდება.
ეს განცხადება ილონ მასკმა Cointelegraph–ში გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომელშიც Sygnia-ს აქტივების სამხრეთაფრიკული სამმართველოს თავმჯდომარის მაგდა ვეჟიცკას ციტატაა მოყვანილი. მისი თქმით, მასკის ბოლოდროინდელი ტვიტები კრიპტოვალუტების თემაზე აშშ–ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის გამოძიების საგანი უნდა გამხდარიყო.
investing.com–ის მონაცემებით, მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის ერთი ბიტკოინის ფასი $39 115,1–ს შეადგენდა (+9,84%).
Tesla-მ ელექტრომობილების კრიპტოვალუტით შეძენის უფლება 23 მარტს გასცა. მოგვიანებით, 12 მაისს, ამ იდეაზე მასკმა უარი განაცხადა, რამაც ციფრული ვალუტების კურსი მნიშვნელოვნად დააგდო.