ილონ მასკის მაგია  - მომაკვდავი სტარტაპიდან - მსოფლიო ავტომრეწველობის ლიდერამდე

ილონ მასკის მაგია - მომაკვდავი სტარტაპიდან - მსოფლიო ავტომრეწველობის ლიდერამდე

access_time2020-01-04 20:00:24

დღეს Tesla არის საერთაშორისო საავტომობილო ბაზრის ლიდერი, თუმცა, 10 წლის წინ, გლობალური კრიზისის დროს, ილონ მასკის სტარტაპი იყო გაკოტრების ზღვარზე.

როგორ მოახერხა მეცნიერული ფანტასტიკით გატაცებულმა მეწარმემ ფანატების არმიის შექმნა, ასობით ათასი ელექტრომობილის გაყიდვა, და მილიარდების გამომუშავება? 

2009 წლის იანვარში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 10 წლის შემდეგ მასკის სტარტაპი გახდებოდა ავტომობილების წარმატებული მწარმოებელი. კრიზისის გამო Tesla-ა თითქმის გამოელია ფული, ფინანსური მდგომარეობა კი იმდენად მძიმე იყო, რომ კომპანიას მოუწია დეტროიტში სათაო ოფისის დახურვა.

თუმცა, სწორედ 2009 წლის იანვარში მოხვდა ის, რამაც გადაწყვიტა მომაკვდავი სტარტაპის გაცოცხლება და წინსვლა - Daimler დათანხმდა Mercedes-ის ექსპერიმენტალური ელექტრომობილებისთვის აკუმლატორების და ძრავების ყიდვას. გარიგება არ იყო მსხვილი, თუმცა, ეს იყო პირველი მაშველი რგოლი, რომელმაც მისცა კომპანიას გადარჩენის საშუალება.

10 წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში დაბადებული იმპულსური მეწარმე შედის მილიარდერთა რეიტინგში. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება შეადგენს 26,8 მლრდ. დოლარს, და როგორც ჩანს, ეს არაა ზღვარი - ბოლო წლებში ტრანსპორტის სფეროში მოხვდა ბევრი რადიკალური ცვლილება - ელექტრომობილები, უპილოტო მანქანები, რობოტიზირებული სატრანსპორტო საშუალებები, და ა.შ.

ეს ცვლილებები ასოცირდება ბევრ სხვადსხვა სახელთან, თუმცა, არავის არ შეუსრულებია ილონ მასკზე დიდი როლი.

ისევე, როგორც ეკოლოგიურად სუფთა მანქანების სექტორში დაკავებულმა სხვა კომპანიამ, Tesla იღებდა სახელმწიფო სუბსიდიებს იმპორტირებული საწვავის ალტერნატივის შექმნაზე.

კომპანია, რომელიც შეიქმნა სილიკონის ველის ფარეხში, გახდა მსოფლიოში განთქმული  ავტომწარმოებელი 2010 წელს, როდესაც ფინანსთა სამინისტროს იაფი სესხის წყალობით გამოისყიდა  Toyota-ს დახურული ქარხანა ქალაქ ფრიმონტში, კალიფორნიაში.

გარიგებას მისცა Tesla-ა 2012 წელს  პირველი მოდელის Model S-ს შექმნის საშუალება.

მანქანა გახდა ნამდვილი გარღვევა, რომელმაც გადააჭარბა ყველა მოლოდინს, და გამოწვია Tesla-ს აქციების მკვეთრი გაძვირება.


2015 წელს კომპანიამ გამოუშვა  Model X — ძვირადღირებული სედანი, ქორის ფრთების ფორმის რთულად  კონსტრუირებული კარებით. მასკის შემდეგი წარმატებული სვლა იყო 2017 წელს გამოშვებული სედანი  Model 3 - პირველი ელექტრომობილი ხელმისაწვდომ ფასად.

მასკმა მიიღო პირველი კაპიტალი PayPal-ში წილის გაყიდვის შედეგად, თუმცა, მან არ იცოდა, როგორ უნდა შეექმნა 35 000 დოლარის ღირებულების  Model 3, და ამის გამო გადაიტანა "საწარმოო ჯოჯოხეთის" თვეები.

თუმცა, 2018 წელს Model 3 გახდა Tesla-ს ავტომობილებს შორის გაყიდვების ლიდერი. 2020 წელს კომპანია გამოუშვებს კროსოვერ  Model Y-ს, დამუშავების სტადიაშია განახლებული სედანი Roadster, სატვირთო ელექტრომობილი, და არაერთგვაროვანი შეფასების მიმღები კუთხოვანი პიკაპი  Cybertruck, რომლის წარდგენაც მოხვდა 2019 წლის ოქტომბერში.

მეცნიერული ფანტასტიკისადმი მიდრეკილებამ მისცა მასკს ფანატების არმიის შექმნის, ასობით ათასი ელექტრომობილის გაყიდვის და გამდიდრების საშუალება. იმის მიუხედავად, რომ Tesla-მა ვერც ერთი წელი ვერ დაასრულა მოგებით, 2010 წელს აქციების გამოშვების შედეგად მისი ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

ილონ მასკის ხედვისადმი ინვესტორების დიდი რწმენის გამო, აშშ-ს უმცირესმა ავტომწარმოებელმა, რომელიც 2009 წელს იყო გაკოტრების ზღვარზე, მიაღწია კაპიტალიზაციას 77 მლრდ, დოლარს, და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ისეთ გიგანტებს, როგორც  GM, Ford და Fiat Chrysler.

დღეს Tesla ელექტრომობილების ბაზრის ლიდერია, თუმცა, მას არაერთხელ ჰქონდა კრიზისული სიტუაციები  - ასეთები, როგორც აკუმლატორების აალება, კადრების გადინება, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, საჩივრები იმ მძღოლების დაღუპვასთან დაკავშირებით, რომლებიც იყენებდნენ Tesla-ს ავტოპილოტებს.

თავად მასკი აღმოჩენილა სკანდალის ცენტრში თავისი გაუფრთხილებელი გამონათქვამების და კომენტარების გამო. 

2020 წელში Tesla შედის როგორც მსხვილი და წარმატებული კომპანია, და არა მომაკვდავი სტარტაპი, მას ჰყავს უამრავი კონკურენტი - დაწყებული სტარტაპებით Rivian, Lucid, Byton და Nio, დამთავრებული გლობალური გიგანტებით  Volkswagen და General Motors, რომლებიც აჩქარებენ მუშაობას ელექრტომობილების შექმნაზე.

მასკის ახალი მიზანია - წელიწადში 20 მლნ. ავტომობილის გაყიდვა მაშინ, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 400 000-ს.

"ჩვენ გვსურს, რომ Tesla-ს ავტომობილებმა შეცვალოს დღეს არსებული ავტოპარკის 1%. მოთხოვნა ელექტრომობილებზე გაიზრდება შიდა წვის ძრავების მოხმარების შემცირებასთან ერთად "  - განაცხადა მასკმა.

თუმცა, მისი ინტერესები არ შემოიფარგლება ელექტრომობილებით - 

მასკს უკვე გააჩნია ელექტრო სატვირთო მანქანის მოდელი, 2013 წელს მან წარადგინა ზებგერითი მატარებლის Hyperloop-ის პროექტი, თუმცა, ამ ეტაპზე ის  ჯერ რჩება იდეის დონეზე.

მასკი ასევე აქტიურად ითვისებს კოსმოსს და  ოცნებობს მარსის დაპყრობაზე.

ყველაფერი კი დაიწყო სტარტაპიდან, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა გადარჩენის შანსები. 

FORBES


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up