ილონ მასკის კომპანია ამზადებს ჩიპებს, რომლებიც ადამიანის ტვინს კომპიუტერთან დააკავშირებს

ილონ მასკის კომპანია ამზადებს ჩიპებს, რომლებიც ადამიანის ტვინს კომპიუტერთან დააკავშირებს

access_time2019-07-18 23:15:56

თქვენი გონება და კომპიუტერი შეიძლება ერთმანეთს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.ილონ მასკის განცხადებით, მისი ნეიროტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink-ი მომავალ წელს ადამიანის თავის ტვინის იმპლანტი მოწყობილობების გამოშვებას დაიწყებს.


სტენფორდის მეცნიერის აზრით, მალე შეიქმნება ყურში გასაკეთებელი მოწყობილობა, რომელიც ტვინს გააკონტროლებსThe New York Times-ის ცნობით, 2016 წელს დაარსებულ საიდუმლო კომპანიაში მასკმა $100 მილიონი ჩადო. Neuralink-მა მსოფლიოს წამყვან ნეირომეცნიერებს თავი მოუყარა საკუთარ ლაბორატორიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში.


მასკის თქმით, Neuralink-ის სისტემა პატარა ჩიპში იქნება, რომელიც ტვინში გადაინერგება და ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზის საშუალებას მისცემს.


4X4 მმ ზომის ჩიპები მოახდენენ ნეირონების სიმულირებას; ნეირონები ადამიანის თავის ტვინის ნერვული უჯრედებია, რომლებიც სხვა უჯრედებს ეკონტაქტებიან და ამისათვის ელექტროდების ციცქნა, მოქნილ ძაფებს იყენებენ. ელექტროდის თითოეული ძაფი სპეციალური რობოტის გამოყენებით ჩამონტაჟდება; მასკის თქმით, ეს პროცედურა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც თვალის ლაზერული ოპერაცია.


რა თქმა უნდა, მასკი აცნობიერებს, რომ გარკვეული დროა საჭირო, სანამ ამ ფუტურისტულ სისტემას აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია მწვანე შუქს აუნთებს.



მისი განცხადებით, სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ტვინის სხვადასხვა აშლილობების, მაგალითად, ალცჰაიმერისა და პარკინსონის სამკურნალოდ, საბოლოოდ კი დაიცავს და გაზრდის ტვინის ფუნქციას. მისი თქმით, Neuralink-ის ჩიპები 1000-ჯერ უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ელექტროდებით სიმულირების სხვა სისტემები.Neuralink-ის პრეზიდენტი მაქს ჰოდაკი აღნიშნავს, რომ სისტემა უკაბელო იქნება და წლობით და ათწლეულობით გაძლებს.



ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირების ახალი თაობის ტექნოლოგიების შექმნის მცდელობისთვის მასკს მთელს მსოფლიოში მრავალი ადამიანი ასხამს ხოტბას, მაგრამ არიან ამ კომპლექსური სისტემისადმი სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერებიც.


კომპანია Neurofeedback Neuroboost-ის დამფუძნებელი ფილიპ ჰაილერი აღნიშნავს, რომ ასეთი სისტემები გარკვეული რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტვინის დაზიანება, ანთება და ნაწიბურების განვითარება.


ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მიკროტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელი თომას შტიგლიცი კი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ Neuralink-ის გრძელვადიანი მიზნები ზედმეტად არარელისტურია.


„უბრალოდ შეუძლებელია, ტვინში არსებული მთელი ცოდნა სადღაც ატვირთო და შემდეგ უკან, კვლავ ტვინში ჩამოტვირთო. მხატვრულ ფანტასტიკაში ასეთი რამ მომაჯადოებელია, მაგრამ რეალობაში უბრალოდ სისულელე“, — ამბობს შტიგლიცი.


მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

1tv.ge



თეგები:
ილონ მასკი



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up