ილონ მასკის 5,74 მლრდ დოლარის ფარული ქველმოქმედება გასაჯაროვდა

ილონ მასკის 5,74 მლრდ დოლარის ფარული ქველმოქმედება გასაჯაროვდა

access_time2022-02-15 16:10:00

ილონ მასკს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებლის, Tesla-ს 5,044,000 აქცია საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გასული წლის 19 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე შეუწირავს. მასკის ფარული ქველმოქმედების შესახებ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (Securities and Exchange Commission-SEC) გუშინდელი განცხადებით გახდა ცნობილი, რასაც Reuters ავრცელებს.

Chronicle of Philanthropy-ის მონაცემებით, აღნიშნული დონაცია ილონ მასკს, ბილ გეითსისა და მელინდა ფრენჩ გეითსის შემდეგ, ამერიკის 2021 წლის მეორე უმსხვილეს დონორად აქცევს.

შემოწირულობამ 5,74 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც Tesla-ს აქციების დახურვის იმ ფასებს ეფუძნება, როცა მასკმა აქციები გასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელი გამჟღავნებული არ არის. შემოწირულობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ილონ მასკმა 16,4 მლრდ დოლარის აქციები გაყიდა. მილარდერმა ნოემბრის დასაწყისში Twitter-ის მომხმარებლებში გამოკითხვაც ჩაატარა, ელექტრომანქანების მწარმოებელ კომპანიაში თავისი წილის 10%-ის გაყიდვის შესახებ. მაშინ ის Twitter-ზე წერდა, რომ აქციების ოფციებიდან 2021 წელს 11 მლრდ დოლარზე მეტ გადასახადს გადაიხდის, რითიც პოლიტიკოსების, ბერნი სანდერსისა და ელიზაბეტ უორენის კრიტიკას უპასუხა, რომ მდიდრებმა მეტი გადასახადები უნდა გადაიხადონ.

აქამდე ილონ მასკის საჯარო ქველმოქმედება სხვა მილიარდერების დონორობას ჩამორჩებოდა. Forbes-ის მონაცემებით, მასკმა და Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა თავისი ქონების მხოლოდ 1%-ზე ნაკლები შემოწირულობა გაიღეს მაშინ, როცა უორენ ბაფეტმა და ჯორჯ სოროსმა სექტემბრის დასაწყისში 20%-ზე მეტი გასცეს.

ამასთან, მასკი Musk Foundation-ის პრეზიდენტი, რომელიც, სხვა პროექტებთან ერთად, გრანტებს „კაცობრიობის კეთილდღეობისთვის უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის“ გასცემს. ამის შესახებ ფონდის ვებგვერდზე არის ნათქვამი. მაგალითად, მასკის ფონდმა გასულ წელს 100 მლნ დოლარის პრიზი დააანონსა მისთვის, ვინც ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღების ტექნოლოგიას შეიმუშავებდა.


გარდა ამისა, მასკმა შარშან დაწერა, რომ 20 მლნ დოლარს ტეხასის შტატის კემერონის ოლქის სკოლებს სწირავდა. ამ ოლქში რაკეტა Space X-ის გამშვები პუნქტი მდებარეობს. იმავე წელს ილონ მასკმა გაასაჯაროვა, რომ 10 მლნ დოლარს ქალაქ ბრაუნსვილს სწირავდა.

ამასთან, შარშან მილიარდერმა Twitter-ზე დაწერა, რომ თუ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა ზუსტად აღწერს, როგორ გადაჭრის 6 მლრდ დოლარით მსოფლიო შიმშილის პრობლემას, ის Tesla-ს აქციებს ახლავე გაყიდდა და ამ თანხას გაიღებდა.

bpn.ge


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up