ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ ავიაკომპანიებთან განიხილავს შესაძლებლობას თვითმფრინავებში Starlink სისტემიდან ინტერნეტის მიწოდების შესახებ.
„დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაგადამყვანებთან Starlink-ის ჩართვაზე“, - დაწერა მან ტვიტერზე, ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხად, რომელიც ითხოვდა ინფორმირებას თვითმფრინავში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ.
Starlink - ეს არის გლობალური თანამგზავრული კავშირის სისტემა, რომელიც შეიმუშავა კომპანიამ SpaceX. სისტემა Starlink განკუთვნილია მთელი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველსაყოფად, რომელმაც ეს ახლო ორბიტაზე მცირე ზომის თანამგზავრების განთავსებით უნდა უზრუნველყოს. 14 სექტემბრისთვის კომპანიას დედამიწის ორბიტაზე სულ 1738 Starlink თანამგზავრი ჰყავს გაშვებული, იგეგმება მათი რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდა.
bpn.ge