ტექნოლოიური კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა მისი ბოლო სტარტაპის Neuralink-ის დემო ვერსიის წარდგენა 28 აგვისტოს დააანონსა.
ე.წ. ტვინის ჩიპი, რომელიც მსოფლიო საზოგადოების განხილვის თემა გახდა, ადამიანის ტვინთან კომპიუტერების დაკავშირებას გულისხმობს.
მასკის განცხადებით ტვინის ჩიპი ორგანიზმში ჰორმონების გაკონტროლებას უზრუნველყოფს, რაც ადამიანების შესაძლებლობებსა და მსჯელობის უნარებს განავითარებს, შეამსუბუქებს შფოთვის დონეს და ა.შ.).
მან ასევე დაადასტურა, რომ ამ მისტიური ტექნოლოგიით, „საკერავი მანქანის“ მსგავსი მოწყობილობის დახმარებით, მომხმარებელი მუსიკის მოსმენასაც პირდაპირ ტვინის ჩიპით შეძლებს.
Neuralink-ის მოწყობილობის გამოსაყენებლად, ინდივიდმა თვალის ლაზერული ოპერაციის მსგავსი პროცედურა უნდა გაიაროს. „ნეიროქირურგიული რობოტის“ დახმარებით კი პატარა ჩიპს ადამიანის ტვინში მოათავსებენ.
როგორც ილონ მასკი იუწყება, საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა რამდენიმე წელში მიზანს უფრო მეტად მიუახლოვდებიან.
მანამდე კი, ტექნოლოგიის გიგანტი მისი ახალი პროდუქტის დემო ვერსიას საზოგადოებას პარასკევს წარუდგენს.
unilad.co.uk
ანი ცარციძე