ილონ მასკი აეროპორტს იშენებს

ილონ მასკი აეროპორტს იშენებს

access_time2022-08-03 10:30:00

ილონ მასკი საკუთარი აეროპორტის აშენებას ოსტინის, ტეხასის გარეთ, გეგმავს, რათა მას და მის ტოპ მენეჯერებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა Tesla-სა და The Boring Company-ს ობიექტებზე. ამის შესახებ Daily Mail წერს.



მასკის ორი კომპანია, Tesla (Giga Texas) და The Boring Company, დაფუძნებულია ოსტინში. თავად მასკი ტეხასში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც თავისი მიწიერი უძრავი ქონება გაყიდა და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.



მასკს, რომელიც ცნობილია საკმაოდ ასკეტური ცხოვრების წესით - ახლა საკუთარი სახლიც კი არ აქვს - ვერ დათმობს კერძო თვითმფრინავს, რადგან როგორც თავად თქვა, მხოლოდ ასე შეუძლია დროულად მოხვდეს იქ, სადაც დასჭირდება. ის ფლობს 2015 წლის Gulfstream G650-ს, მაგრამ უკვე შეუკვეთა ახალი თვითმფრინავი, რომელსაც მომავალ წელს მიიღებს.




მასკის ახალი პროექტის, ანუ ახალი აეროპორტის შესახებ დეტალები ჯერ არ კონკრეტდება, რადგანაც მისი მშენებლობისთვის ბიზნესმენს ჯერ ადგილობრივი ხელისუფლებიდან მშენებლობის ნებართვა, გარემოს დაცვის სააგენტოსა და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის თანხმობა სჭირდება.



Giga Texas იკავებს 2500 ჰექტარს მდინარე კოლორადოს გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთ ტრევისის ოლქში და ოფიციალურად არის Tesla-ს სათაო ოფისი, მისი შტაბ-ბინა ასევე გადავიდა პფლუჯერვილში, ოსტინის გარეუბანში, რომელიც მდებარეობს ტრევისის ოლქში.



რაც შეეხება The Boring Company-ს ის მდებარეობს ოსტინის აეროპორტიდან დაახლოებით სამი მილის დაშორებით, მაგრამ მასკის თქმით, ის ძალიან შორსაა და მისთვის მოუხერხებელია.



ილონ მასკი ცდილობდა წარმოების გაზრდას მრავალი პრობლემის ფონზე, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო მიწოდების ჯაჭვში არსებულ ქაოსთან და ნედლეულზე ინფლაციის გავლენაზე, რომლისგანაც ელექტრომობილები მზადდება. ამიტომ მან, ალბათ, უფრო ხშირად დაიწყო ოსტინში მოგზაურობა და უკან დაბრუნება.



ეს ქარხანა დიდ ფულს კარგავს. ტეხასის ქარხნები ახლა ფულის გიგანტური ღუმელია. ხედავთ? მე სიტყვასიტყვით მესმის ღრიალი, ფულის წვის ხმა, - უთხრა მასკმა Tesla-ს კლუბის წევრებს.


თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up