ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

access_time2019-11-11 20:30:20

SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს წარუდგინა.


ამ მოვლენამ  საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგანაც ბოლო წლებში ინვესტორები კოსმოსურ კომპანიებს  სულ უფრო ხშირად ირჩევენ.


საინვესტიციო ფონდ Space Angels-ის მონაცემებით, 2019 წელს კოსმოსურმა სტარტაპებმა  5 მლრდ. დოლარის ინვესტიციები მოიზიდეს.გამოფენის მონაწილეებს შეეძლოთ საკუთარი პროექტების წარდგენა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, რაც  მათ სამთავრობო კონტრაქტებში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. საუბარია ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა, კოსმოსური მიყურადება, მონაცემთა გადამუშავება, კავშირგაბმულობა, და ა.შ.


სამხედროებს შეუძლიათ სტარტაპებისთვის 50 მლნ. დოლარის კონტრაქტების შეთავაზება, რაც  მათი წინსვლის და განვითარებისთვის ძალიან ხელსაყრელია.


SpaceX  აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებთან შექმნის დღიდან მუშაობს. 2015 წელს სამხედროებმა  Falcon 9-ს გამოყენება თავიანთი მიზნებისთვის დაიწყეს- კერძოდ, ამ რაკეტის მეშვეობით დედამიწის ორბიტაზე  რამდენიმე სამხედრო თანამგზავრი განთავსდა.


გასაკვირი არაა, რომ ილონ მასკის გამოსვლა იყო კოსმოსური სტარტაპების გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - დღეს კოსმოსურ ინდუსტრიაში იშვიათად მოიძებნება მასზე უფრო საჯარო, გახსნილი, და მსოფლიოში პოპულარული ადამიანი.კოსმოსურმა მეწარმემ აუდიტორიას თავისი წარმოდგენები ისეთ საკითხებზე გაუზიარა, როგორიცაა პერსონალთან მუშაობის პრინციპები, ახალი ამბები, სოციალური ქსელები, კოსმოსის ათვისებაზე, და ა.შ.


„ააშენეთ იმაზე უკეთესი რაკეტა, ვიდრე აწარმოებს SpaceX და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიყიდით მას“ - განაცხადა მასკმა კოსმოსურ დარგში მომუშავე მეწარმეების წინაშე გამოსვლისას.



მისი თქმით, ადრე მისი კომპანია თავიდან ბოლომდე თვითონ აწარმოებდა რაკეტა Falcon 9-ს, თუმცა, სადღეისოდ ის გარკვეულ ნაწილებს სარბოლო ავტომობილების მწარმოებელ All American Racers-სგან  ყიდულობს. „ჩვენ გვსურს გვყავდეს მეტი კონტრაქტორი-კომპანია“ - თქვა მასკმა.


კოსმოსური ინდუსტრიის ყველაზე სერიოზულ პრობლემად ის მრავალჯერადი გამოყენების ორბიტალური რაკეტის შექმნას მიიჩნევს  - „ეს არის კოსმოსური ინდუსტრიის წმინდა გრაალი“ - განაცხადა მასკმა.მისი თქმით, დარგის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სადღეისოდ რაკეტები გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, რის გამოც კოსმოსური ფრენები ზედმეტად ძვირია.


„წარმოიდგინეთ ერთჯერადი სამგზავრო თვითმფრინავები - ალბათ სასაცილოდ ჟღერს, თუმცა, რაკეტებთან დაკავშირებით სწორედ ასეთი მდგომარეობაა“ - თქვა მან. მასკმა შეკრებილებს ახალი ბიზნესის დაწყების პრინციპებიც გაუზიარა . „საერთოდ არ ვაწარმოებ ბაზრის შესწავლას, თუ თქვენი პროდუქტი თქვენვე არ მოგწონთ - არ იფიქროთ, რომ ის მოეწონება ვინმე სხვას“ - მიიჩნევს მილიარდერი.


მასკის თქმით, თანამშრომლებს  კომპანიის სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაავიწყდეთ. 


„ყოველი თანამშრომელი, თუნდაც რიგითი მუშა, უნდა იყოს ამავე დროს ცოტათი მთავარი ინჟინერიც, მას უნდა გააჩნდეს ზოგადი წარმოდგენა ელექტრომობილზე და კოსმოსურ რაკეტაზე მაშინაც კი, თუ ეს არ შედის მის მოვალეობებში და ის ფლობს დიდი ცოდნას რაღაც კონკრეტულ დარგში“ - თვლის მასკი.


რაც შეეხება პირადი ცხოვრების და სამუშაოს შორის ბალანსს, მან განაცხადა, რომ ცდილობს იყოს იმდენად პროდუქტიული, რამდენადაც შესაძლებელია და ისვენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხვდება, რომ შესვენების შემდეგ  მეტის გაკეთებას შეძლებს. „ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ცოტას ვვარჯიშობ სიმძიმეებით და  სარბენ ბილიკზე დღეში 15-20 წუთს ვატარებ . ამის შემდეგ ის როგორც წესი უყურებს ტელევიზორს,სამუშაოსადმი ასეთი ფანატიკური დამოკიდებულება ძვირად უჯდება - მასკმა უკვე დაიმსახურა ექსცენტრული ხელმძღვანელის რეპუტაცია, რომლის გამოც მის კომპანიებს მუდმივად ტოვებენ ტოპ-მენეჯერები.


Tesla-ს ყოფილი თანამშრომლები ხშირად უჩივიან მასკს სასამართლოში და მათ საჩივრებში საუბარია ყველაფერთან ერთად რასიზმზე და იმ პირების დასჯაზე, ვინც სამსახურეობრივი დარღვევები  გამოავლინა. მასკის თქმით, ის ძირითადად კითხულობს მეცნიერულ და ტექნიკურ ჟურნალებს, ცდილობს არ უყუროს ნიუსებს.


„ახალი ამბები  უაზრო ხმაურად მეჩვენება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მედია ცდილობს გასცეს პასუხი კითხვაზე -რა მოხვდა დღეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი?. ტვიტერი ზოგჯერ სასარგებლოა“ - მიიჩნევს ის.


ამ სიტყვებმა დარბაზში  გამოცოცხლება  გამოიწვია - ერთი წლის წინ სწორედ მასკის რეპლიკამ ტვიტერში  ფასიანი ქაღალდების კომისიასთან ფართომასშტაბიანი გარჩევა გამოიწვია , რის შემდეგაც მას სოციალური ქსელების სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა.


მასკმა  თავისი გამოსვლა მოკრძალებული განცხადებით დაასრულა: „ არ ვთვლი საკუთარ თავს დიდ ექსპერტად ლიდერობის საკითხში. ჩვენ კარგად ვმუშაობთ, თუმცა, როგორც ვხედავ, ვუშვებთ ბევრ შეცდომას“.


Forbes

თენგიზ აბლოთია





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up