ილონ მასკი  მარკ ცუკერბერგის ახალი პროექტის წინააღმდეგ

ილონ მასკი მარკ ცუკერბერგის ახალი პროექტის წინააღმდეგ

access_time2021-12-25 20:00:36

ილონ მასკმა გააკრიტიკა მარკ ცუკერბეგრის ახალი პროექტი „მეტასამყარო“, რომლის ფარგლებშიც სოციალურ ქსელ Facebook-ს სახელი გადაერქვა, და მას დღეს Meta ეწოდება.

მასკის თქმით, ეს უბრალოდ მოდური სიტყვაა და არა რეალური კონცეფცია. მას პირდაპირ არ უხსენებია Meta და ის საუბრობდა ინტერნეტის ახალ, უფრო დეცენტრალიზებულ ინტერნეტზე, რომლის იდეითაც გამოდის სოციალური ქსელის დამაარსებებლი და რომელსაც Web 3.0  ეწოდება.

„ვერ ვიტყვი, რომ web3 რეალურია - ეს უფრო მარკეტინგული სიტყვაა, ვიდრე რეალობა. საერთოდ, ვინმემ იცის, ეს რა არის? ვინმეს სადმე უნახია web3? მე ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე,“ - განაცხადა მასკმა.

მის განცხადებას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, და კომენტარების დიდი ნაწილი ცუკერგერბს მხარს უჭერდა.

მეტასამყარო სადღეისოდ მართლაც საკმაოდ ბუნდოვანი ფა ზოგადი ტერმინია, რომელიც ინტერნეტის მომავალს უკავშირდება, ეს იქნება ვირტუალური სამყარო, სადაც მომხმარებლები მუშაობას, ღონისძიებების დასწრებას, თამაშს  და ერთმანეთთან დაკონტაქტებას შეძლებენ.

თავად ადამიანი ამ სამყაროში ხილული იქნება, მას ეყოლება სრულფასოვანი ასლი, ავატარი.

ახალი ტექნოლოგიების ბევრი მომხრე მეტასამყაროს კონცეფციას ინტერნეტის განვითარების შემდგომ სტადიას მიიჩნევენ. მათი აზრის, ასე შესაძლებელი იქნება ინტერნეტის დეცენტრალიზაცია და მისი გამოყვანა რამდენიმე გიგანტური კორპორაციის კონტროლიდან.

თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ web3 ასეთი კორპორაციების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება. გარკვეული სკეპტიციზმი ამ კუთხით Twitter-ის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმაც გამოთქვა.


„თქვენ web3-ს არ ფლობთ, ვენჩურული კაპიტალისტები და ფონდების ინვესტორები ყველაფერს აკონტროლებენ და მათ ვერც ერთი ინიციატივა ვერ გაეპარება. საბოლოო ჯამში, მეტასამყარო  ისეთივე ცენტრალიზებული სისტემაა, როგორც ყველაფერი დანარჩენი,“ - მიიჩნევს ჯერ დორსი.

ილონ მასკის და ჯერ დორსის დადანაშაულება ახალი ტექნოლოგიების მიმართ სკეპტიციზმში ძალიან ძნელია. ორივე რევოლუციონერია თავის დარგში, ორივე ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი კრიპტოვალუტების და ახალი ტექნოლოგიების მიმართ. ორივე აქტიურად ამუშავებს საკუთარ პროექტებს, ძირითადი კომპანიების ფარგლებს გარეთ.

თუმცა, მომხრეების უკმარისობას არც ცუკერბერგი განიცდის: ოქტომბერში, როდესაც მან თავისი იდეა საჯაროდ გაახმოვანა, ინტერნეტში სიტყვა „მეტასამყაროს“ ძიება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

იდეით ასევე დაინტერესდნენ სხვა ტექნოლოგიური გიგანტები, ისეთები, როგორც Microsoft-ია, რომელიც საკუთარი მეტასამყაროს შექმნაზე უკვე აქტიურად მუშაობს. მეტასამყაროს ასევე მხარს უჭერენ სხვა მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები, - ინტერაქტიული გრაფიკის და ხელოვნური ინტელექტის ამერიკული კომპანია Nvidia-ს დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და ჩინური ვენჩურული ფონდის Tencent -ის ხელმძღვანელი პონი მა. კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი Epic-ის დირექტორის, ტიმ სუინის, თქმით, მეტასამყარო ტრილიონობით დოლარის შესაძლებლობებს ხსნის.

საბოლოო ჯამში ცუკერბერგის იდეა მილიარდერთა შერკინების ობიექტი ხდება, ისევე, როგორც კომერციული კოსმოსური ინდუსტრია ილონ მასკის და ჯერ ბეზოსის კონკურენციის ადგილადაა  ქცეული.

Nvidia უკვე მუშაობს მიქროსქემებზე და ვიდეოპლატებზე მეტასამყაროს გაჯეტებისვის, Epic უკვე წლების მანძილზე ქმნის ვირტუალურ სამყაროებს.

შესაძლებელია ამ იდეასთან ჩინური გიგანტების მიერთება, თუმცა, მხოლოდ ოფიციალური პეკინის თანხმობით, რომელიც ბოლო წლების მანძილზე თავისი ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობას მკაცრად აკონტროლებს.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: gazeta.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up