ილონ მასკი ჟურნალ Time-ის „2021 წლის ადამიანად“ დასახელდა

ილონ მასკი ჟურნალ Time-ის „2021 წლის ადამიანად“ დასახელდა

access_time2021-12-14 13:50:00

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჟურნალ Time-ის მიერ „2021 წლის ადამიანად“ დასახელდა. Reuters-ის შეფასებით, მიმდინარე წელს მასკის „ელექტრო მანქანების კომპანია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი გახდა, ხოლო მისმა სარაკეტო კომპანიამ, მთლიანად სამოქალაქო ეკიპაჟით, კოსმოსის კიდეს მიაღწია.“



„ეგზისტენციალური კრიზისის დაძლევის საშალებათა შექმნის, ტექნიკური ტიტანების ეპოქაში შესაძლებლობების განსახიერებისა და საზოგადოების ყველაზე გაბედული ტრანსფორმაციის განხორციელებისთვის ილონ მასკი არის TIME-ის 2021 წლის ადამიანი,“ - აცხადებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ფელსენტალი.



მისი თქმით, ილონ მასკის კოსმოსური თავგადასავლებიც კი „წლის პირველი ადამიანის“, ჩარლზ ლინდბერგის ხაზის პირდაპირი გაგრძელებაა, რომელიც რედაქციამ 1927 წელს დაასახელა. ლინდბერგი TIME-მა პირველ „წლის ადამიანად“ ატლანტიკის ოკეანის თავზე პირველი, ისტორიული ტრანსატლანტიკური სოლო გადაფრენის გამო დაასახელა.



ჟურნალი „წლის ადამიანად“ ირჩევს პირს, „ვინც, უკეთესად თუ უარესად, ყველაზე მეტად იმოქმედა ახალ ამბებზე ან ჩვენს ცხოვრებაზე.“




ჟურნალმა Time-მა თინეიჯერი პოპ მომღერალი, ოლივია როდრიგო „წლის გამრთობად,“ ამერიკელი ტანმოვარჯიშე, სიმონ ბაილზი „წლის სპორტსმენად,“ ხოლო ვაქცინის მეცნიერები „წლის გმირებად“ დაასახელა.



შარშან „წლის ადამიანის“ წოდება აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისმა ერთობლივად მიიღეს.



Time-მა ეს ტრადიცია 1927 წლიდან შემოიღო. „წლის ადამიანის“ ტიტული Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგსა და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსაც აქვთ მინიჭებული.



BPN.GE



თეგები:
ილონ მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up