ილონ მასკი ისტორიაში უმდიდრესი ადამიანი Hertz-ის შეკვეთით გახდა

ილონ მასკი ისტორიაში უმდიდრესი ადამიანი Hertz-ის შეკვეთით გახდა

access_time2021-10-29 20:00:13

Tesla-ს ზრდადი ფინანსური მაჩვენებლების და კომპანია Hertz-ის მიერ 100 000 ელექტრომობილის შეკვეთის წყალობით, კომპანიის კაპიტალიზაციამ 1 ტრლნ. დოლარს გადააჭარბა, ხოლო მისი მფლობელი ილონ მასკი მილიარდერების ქონების დათვლის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

 


ამ კვირის მანძილზე მისი ქონება 271,3 მლრდ. დოლარად შეფასდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 41,7 მლრდ-ით მეტია. ამის მიზეზი Tesla-ს აქციების 13%-ანი ზრდა გახდა. მასკის ქონება 300 მლრდ-ს პირველად მიუახლოვდა. თვის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი დასახელდა - მისი ქონება 212 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც მასკის დღევანდელ კაპიტალთან შედარებით 59, 3 მლრდ-ით ნაკლებია.

 


1982 წელს, როდესაც Forbes-მა მილიარდერების ქონების დათვლა დაიწყო, ამერიკაში უმდიდრესი ადამიანი სანაოსნო მაგნატი დენიელ ლიუდვიგი იყო - მისი ქონება 2 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც დღევანდელ პირობებში 5,5 მლრდ დოლარს ნიშნავს.

 


მასკის სიმდიდრის ძირითადი წყაროა Tesla-ში 21%-ანი წილი, ის ასევე ფლობს აქციებს მის მიერ შექმნილ აეროკოსმოსურ კომპანია SpaceX-ში, რომლის კაპიტალიზაციაც 74 მლრდ დოლარად შეფასდა.

 



მასკის საინვესტიციო პორტფელში ვერ ნახავთ უძრავი ქონების და ფასიანი აქტივების დიდ რაოდენობას. თავისი სიმდიდრის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მილიარდერი შედარებით მოკრძალებულად ცხოვრობს.

 


ამ დროისთვის მასკის ძირითადი საცხოვრებელი ადგილია ერთოთახიანი ბინის ზომის ასაწყობი სახლი ქალაქ ჩიკა-ბოკაში, ტექსასის შტატში, იქ, სადაც SpaceX თავის კოსმოსურ ხომალდებს აწარმოებს.

 


მასკის ქონებაზე შესაძლოა პოლიტიკამ იმოქმედოს - 25 ოქტომბერს მან გააკრიტიკა დემოკრატების საგადასახადო შეთავაზებები, რომლებიც მთავრობას ბიუჯეტის შევსებაში უნდა დაეხმარონ.

 


ახალი კანონპროექტი 100 000 მლნ. დოლარზე მეტი ქონების მფლობელების აქციებზე და ობლიგაციებზე გადასახადის გაზრდას გულისხმობს. მასკისთვის ეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იქნება, რადგანაც მისი უზარმაზარი ქონების ძირითადი ნაწილი აქციებშია დაბანდებული.

 


 „ეს დამახასიათებელია მთავრობისთვის - ბოლოს და ბოლოს მათ ფული უთავდებათ და ისინი თქვენ დაგადგებიან“, - დაწერა მან Twitter-ში იმის შემდეგ, რაც მისი საკუთარი კაპიტალი ერთ დღეში 41 მლრდ. დოლარით გაიზარდა.

 

forbes


თეგები:
მასკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up