ილონ მასკი: ჩინეთის ეკონომიკა   აშშ-ის ეკონომიკას 2-ჯერ გაუსწრებს

ილონ მასკი: ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკას 2-ჯერ გაუსწრებს

access_time2020-03-04 20:00:53

ამერიკული ტელეარხი CNBC  აცხადებს, რომ ილონ მასკის ინფორმაციით,  ჩინეთი შტატების ეკონომიკას განვითარების კუთხით, მინიმუმ 2-ჯერ  გაუსწრებს.ეს იქნება ძალიან უცნაური, თუმცა, ჩინეთის ეკონომიკა 2-ჯერ, ან 3-ჯერ გაუსწრებს ამერიკულს. ამას შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტი ქვეყნებს შორის - მიიჩნევს მილიარდერი.

 

ამჟამად აშშ-ი და ჩინეთი მსოფლიოში  ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია. აშშ  ჯერ უსწრებს ჩინეთს  - მისი მშპ შეადგენს 21,4 ტრლნ. დოლარს, თანაც გასათვალისწინებელია, რომ შტატების მოსახლეობა 4-ჯერ მცირეა ვიდრე ჩინეთის, რომლის მშპ-ც  14,4 ტრლნ-ს შეადგენს.Nasdaq-ის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე სწრაფად ზრდადია მსოფლიოში  და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლოა მასკის პროგნოზი გამართლდეს კიდეც.

 

აღწერის შედგების თანახმად, დღეს ჩინეთში 1,3 მლრდ. ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც შტატებში 330 მლნ-ია.  მასკის აზრით, მაშინაც კი, თუ ჩინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება შტატებზე 2-ჯერ ნაკლები, ეს მაინც ნიშნავს ჯამური მაჩვენებლის ორმაგ უპირატესობას.

 

თუ ეს მართლაც ასე მოხდადაძაბულობა შტატებს და ჩინეთს შორის გაიზრდება - ისინი დღესაც იმყოფებიან მწვავე დაპირისპირებაში ისეთ საკითხებში, როგორც ვაჭრობა და 5G ტექნოლოგიები.ჩინელები ასევე ცდილობენ გახდნენ ლიდერები  მე-5 თაობის მობილური ქსელების დარგში, და ეს საკითხი არის აღიარებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ, როგორც უპირობო პრიორიტეტი  - ამბობს მასკი.


 

საკონსალტინგო კომპანია Deloitte-მა დაითვალა, რომ ჩინეთმა დახარჯა 5G-ს ქსელების საბაზო სადგურების დაყენებაზე 24 მლრდ. დოლარით მეტი, ვიდრე ამერიკამ.დისკუსიებმა 5G-ს თაობაზე მიიღო აშკარად პოლიტიზირებული ხასიათი იმის შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტი Huawei კონტროლდება კომუნისტური პარტიის მიერ და შტატების და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

მასკმა ასევე გაუსვა ხაზი ინოვაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას შტატების კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად.

 

ამერიკას ემუქრება ჩამორჩენა კოსმოსურ დარგში. ადრე ასეთი რისკები არ იყო, დღეს კი არის. მაგალითად, ჩინეთის კოსმოსური დარგი იზრდება ძალიან სწრაფი ტემპებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკა იქნება არა პირველი, არამედ მეორე კოსმოსში, იმ შემთხვევაში, თუ არ დაუჭერს მხარს ინოვაციებს  - თვლის მილიარდერი.


წყარო: CNBC 

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up