ილონ მასკი ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს

ილონ მასკი ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს

access_time2019-01-08 20:45:21

ილონ მასკი ახალ პროექტ „ნეურალინკს“ (Neuralink) იწყებს და ამბობს, რომ ამ პროდუქტით, ნებისმიერ მსურველს, „სუპერ ადამიანად“ აქცევს.


როგორც „ტესლას“ დამფუძნებელი ამბობს, ამისთვის ხელოვნური ინტელექტის სრულიად ახალ საფეხურს გამოიყენებს. ილონ მასკმა ტექნოლოგიური კომპანია “Neuralink“ ცოტა ხნის წინ დააარსა და ამტკიცებს, რომ მისი დახმარებით, ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს. შედეგად, სიმბიოზურ ქმნილებას, ანუ ხელოვნური ინტელექტის მქონე ადამიანს მიიღებს.


მასკის მტკიცებით, ახალი ტექნოლოგია ყველას მისცემს საშუალებას, საკუთარი ფოტოკადრი შექმნას, რომელიც სხეულის გარდაცვალების შემდეგაც იცხოვრებს.


„თუ თქვენი ბიოლოგიური „მე“ გარდაიცვლება, შეგიძლიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა განყოფილებაში ატვირთოთ საკუთარი თავი“.



„ტესლას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამაში საკვირველი არაფერია, დღეს ადამიანები უკვე კიბორგები არიან და მათი გონება დიდი ხანია მობილურ ტელეფონებზეა „მიბმული”. მისი თქმით, „სმარტფონიდან“ გონებაზე ინფორმაციისა და მონაცემთა გადაცემის არხები, დღეს არც ისეთი სწრაფია, ამიტომ პროცესი უნდა დავაჩქაროთ, რომ ადამიანი უფრო ჭკვიანი გახდეს.


„ეს დაეხმარება ყველას, ვისაც სურს ჰქონდეს სუპერ ადამიანის“ გონება და ცნობიერება“ , – ამბობს ილონ მასკი.


მისივე თქმით, კომპანია “Neuralink“ ახალ ტექნოლოგიურ პროექტზე მუშაობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.


marketer.ge


თეგები:
ილონ მასკი



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up