ილია წულაია: ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

ილია წულაია: ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

access_time2019-10-12 13:15:06



დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ილია წულაია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით, ‘BB-‘-დან ‘BB’-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომელიც ერთი მხრივ არის სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და მეორე მხრივ, აქამდე არსებული სწორი პოლიტიკის აღიარება.


,,უნდა გავიხსენოთ, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება 2017 წელს, ფისკალური რეფორმების დაწყებასთან ერთად დაიწყეს. პირველად Moody’s-მა, შემდეგ Fitch-მა და ახლა უკვე S&P-მაც ჩვენი რეიტინგი BB დონეზე გააუმჯობესეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზის და დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი; ისიც საყურადღებოა, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად, სწორედ ახლა გაგვიუმჯობესა S&P-მ საკრედიტო რეიტინგი; ცხადია, რომ ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა“, აცხადებს წულაია.





ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...


მსგავსი სიახლეები

up