ილია თამარაშვილი: 2022 წლიდან აგროდაზღვევა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება

ილია თამარაშვილი: 2022 წლიდან აგროდაზღვევა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება

access_time2021-11-30 21:00:00

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან სადაზღვევო სექტორს დიდი ალბათობით შეეძლება ბაზარზე აგროდაზღვევის ახალი პაკეტები გამოიტანოს.



„ჩვენი მიზანია, რომ აგროდაზღვევის პირობები იყოს ისეთი, რომ ის მაქსიმალურად ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობები მიმზიდველი იყოს როგორც მსხვილი, ისე მცირე ფერმერისთვის. ჩვენ ვმუშაობთ სადაზღვევო სექტორთან ერთად, მათ შორის, ასოციაციასთან და ვაპირებთ, ასეთი ტიპის ცვლილებები შევიტანოთ აგროდაზღვევის პროგრამაში,“ -აცხადებს თამარაშვილი.



მისივე განცხადებით, უკვე მომზადებულია დაზღვევის განვითარების სტრატეგია, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად გაიზრდება მოცვა და შეთავზებული პირობები ფერმერთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგება.



„რისკების დაზღვევის შედეგად ხდება მისი გადაზღვევა საერთაშორისო კომპანიებში, ისევე როგორც ავტოდაზღვევაზე ან ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშია. როდესაც პატარაა მოცვა, არ არის საინტერესო გადამზღვევი კომპანიებისთვის. ამიტომ ჩვენი სტრატეგიით, ერთიანად მოხდება სადაზღვევო სექტორის მიერ დაზღვეული ფერმერების რისკების საერთაშორისო კომპანიებში გადაზღვევა,“ - აცხადებს თამარაშვილი.



კითხვაზე, მაშინ როდესაც მომზადებულია სტრატეგია, როდის მოხდება აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებების შეტანა და როდის დაიწყებს სადაზღვევო სექტორი აგროდაზღვევის განახლებული პროდუქტების შეთავაზებას, თამარაშვილი განმარატვს, რომ მას შემდეგ რაც სტრატეგია მთავრობის სხდომაზე გავა და დამტკიცდება, მისი ასახვა დადგენილებების ფორმით ეტაპობრივად მოხდება.




„განხილვის რეჟიმში ვართ, გვინდა, სამივე მხარისთვის (ფერმერი, სადაზღვევო და სახელმწიფოსთვის) მისაღები იყოს,“ - აცხადებს თამარაშვილი.



აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, ფერმერებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.



პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებს და ამის საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.



დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ 8 სადაზღვევო კომპანიაში: „ალდაგი“, „პრაიმი“, „ევროინს ჯორჯია“, „არდი“, „ალფა“, „თიბისი დაზღვევა“, „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“.



პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი.



აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის).



პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე დამზღვევი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს, ვაზზე კი 50%-ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს).



business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up