ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს

access_time2019-11-17 20:20:38

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით,რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დაკავებული, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართავს. 

პატრიარქის წერილში წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო ყველა შეშფოთებულია, და გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს.

"თქვენო უწმიდესობავ. მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე, მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დასახმარებლად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.


საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, - წერია პატრიარქის წერილში.


Imedinews 

თეგები:
ილია მეორე



საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up