ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას

ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას

access_time2020-05-10 14:00:52

ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა არის მიზანი  ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქის თქმით, ცოტაა ადამიანი, რომელიც სხვისთვის ცხოვრობს.

ამასთან, ილია მეორემ აფხაზეთის მიტროპოლიტობის პერიოდი გაიხსენა.

„ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. მინახავს ასეთი ადამიანები, მაგრამ ცოტაა. ადამიანი მაინც თავის თავზე ფიქრობს. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. ადამიანის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ვერ გაიგებ, როდის ცხოვრობ შენთვის და როდის სხვისთვის.

პატრიარქობამდე თქვენ იცით, აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი. უდაბნოში, აფხაზეთის უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონაზონი, იქ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი ერთად იყვნენ. მე მიამბობდნენ – კოჭლობით დათვი მოდის ჩვენსკენო, შევედით კელიაში, შეგვეშინდაო, მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსო, თურმე პატარა რკინა შერჭობია და ვერ იღებსო. ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარი და გაზით ამოვიღეთ ეს ლურსმანიო. წავიდაო და ერთი ორი საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტონში გადასულა, მოუკრიფავს და მოუტანა ამ მონაზვნებს. ასე დამეგობრდნენ ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ იქ. ერთმა ბერძენმა მოკლა, არ იცოდა ალბათ, რომ ის მოშინაურებული იყო. საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში.


ერთი მონაზონი იყო, დედა ნატალია. მე ვეკითხები, რომ დედა ნატალია, როგორ ხარ? მე ვარ დედოფალიო, უდაბნოს დედოფალიოგამოუთხრია მიწა იქ შემძვრალა და ის იყო მისი სასახლე, თავი მიაჩნდა დედოფლად. აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მინდა, რომ თქვენც იფიქროთ, რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის“,- აღნიშნა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს. ილია მეორის თქმით, ეს ძალიან ძნელი, მაგრამ მისაღწევია.

„ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი არ არის ბედნიერი, აი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულის ექნება. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“,- აღნიშნა ილია მეორემ.


1tv

თეგები:
ილია მეორე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up