ილია გეფერიძე - „ქართული ბაზარი არასტაბილურია, ამიტომ ჩვენი მთავარი მიმართულება ექსპორტია“

ილია გეფერიძე - „ქართული ბაზარი არასტაბილურია, ამიტომ ჩვენი მთავარი მიმართულება ექსპორტია“

access_time2019-11-23 14:00:14

ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარების ქართულმა მწარმოებელმა კომპანიამ Gepherrini პროდუქცია ქუვეითში ექსპორტზე გაიტანა. Gepherrini-ს დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ კომპანიის საექსპორტო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპორტის მიმართულებით დიდი გეგმები აქვთ, განსაკუთრებით ჩინური ბაზრის კუთხით.


„ქართული ბაზარი არასტაბილურია, ამიტომ აქ არ ვაპირებთ განვითარებას. თვეში ერთხელ გვაქვს  აქცია,  გრანდიოზული კი 6 თვეში ერთხელ, ამიტომ ასეთ ბაზარზე ინვესტორი მოიზიდო და ქართული ბაზარი დაასტაბილურო, რთულია. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიმართულება პროდუქციის ექსპორტზე გატანაა. მთავარი გამოწვევა ჩინეთის ბაზარია, სადაც 4-ჯერ ვიყავით გამოფენაზე და დიდი მოწონება დავიმსახურეთ, გავაფორმეთ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება. ჩვენი ჯიხური  წარმოდგენილია დიდ სავაჭრო ცენტრში.  გეგმა არის, რომ ავითვისოთ ჩინური ბაზარი და ექსპორტზე აქტიურად გადავიდეთ“, - განაცხადა Gepherrini-ს დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ.



კომპანიამ Gepherrini ქუვეითურ კომპანიასთან A&M Company ხელშეკრულება გააფორმა. A&M Company ქუვეითში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ტყავის იმპორტირებულ პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის. 2018 წელს კი Gepherrini-სა და InterBlock Hong Kong Limited-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.


„კომერსანტი“






ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up