ილია ელოშვილი - სიცრუეა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება - ყველაფერს აქვს საზღვარი და წითელი ხაზები

ილია ელოშვილი - სიცრუეა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება - ყველაფერს აქვს საზღვარი და წითელი ხაზები

access_time2020-01-12 21:00:23

სპეკულაცია იმაზე, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება სრული სიცრუეა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.



მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ კომპანიას ადგილმონაცვლეობა ან კომპენსაცია შესთავაზონ. ამასთან, ილია ელოშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.



„არც წინა და არც ახალი პროექტით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს“. საუბარია „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა მისი გამოყენება საპარკინგედ, ჩვენ მას შემდეგ, რაც ინვესტორთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, ინვესტორი დათანხმდა, რომ ანას ბაღს, რომელიც არის 300 კვადრატულ ტერიტორიაზე, გადმოსცეს ის 200 კვადრატული ტერიტორია და ასევე, გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა , რომ კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“ თავიდან ბოლომდე და ხდება მისი არა დაზიანება, არამედ გადიდება და გალამაზება, ამიტომ სპეკულაციაა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება, არის სრული სიცრუე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები. არანაირი საფუძველი ადგილმონაცვლეობას არ აქვს, იმიტომ რომ დაშორება კორპუსებს შორის არის 50 მეტრი, ასეთ კორპუსებში ვცხოვრობ მეც და ალბათ, ბევრი თქვენგანი. 60 ბინიან მშენებლობაზეა საუბარი და არავინ ანას ბაღს არ ეხება“, - აცხადებს ილია ელოშვილი.



მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშენებლობა გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო. მისივე თქმით, ნებართვა ხელახლა არ გაცემულა.




„ჩვეულებრივი არქიტექტურული ხარვეზები იყო, რომელიც დაკორექტირდა და ნებართვის გაცემა მოხდა არა ხელახლა, არამედ მისი დაკორექტირება მოხდა“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.



მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა ჰქონდათ. რაც შეეხება მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს, ილია ელოშვილი ნეგატიურად აფასებს.



„ეს იყო ძალიან არასწორი და ჩვენ ამაზე შენიშვნაც მივეცით მათ. თვითონ პოლიტიკოსები ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, თუმცა, ჩვენ ამაში პოლიტიკურ სარჩულს არ ვხედავთ“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.



ცნობისთვის, ვარკეთილში, ანას ბაღთან მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.



IPN.GE 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up