ილია ელოშვილი: კონსტიტუციის ქუჩაზე არსებული შენობის პრივატიზაცია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დახმარების მიზნით მოხდა

ილია ელოშვილი: კონსტიტუციის ქუჩაზე არსებული შენობის პრივატიზაცია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დახმარების მიზნით მოხდა

access_time2021-02-07 17:27:49

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ქუჩა #6-ში მდებარე შენობის პრივატიზაციის მიზანი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დახმარებაა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



როგორც მერის მოადგილემ განმარტა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ბიზნესმენ თემურ უგულავას 1 ლარად გადაეცა საპრივატიცაზიო პირობებით, რომლის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება 18.5 მლნ ლარით დააფინანსოს.



„კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე ქონება - მიწა და შენობა-ნაგებობები მერიას კერძო კომპანიისგან ცენტრ პოინტის დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნით საპრივატიზაციოდ გადაეცა და შესაბამისად, პრივატიზაცია მოხდა კანონის სრული დაცვით. პრივატიზაციის ერთ-ერთი პირობაა, რომ ამ ტერიტორიაზე არ აშენდება კორპუსები და განვითარდება რეკრეაციული სივრცე - ეს იქნება გასართობი, დასასვენებელი ადგილი. მთავრობის დადგენილებით, ინვესტორის მიერ გამოყოფილი 18,5 მლნ ლარი უნდა მოხმარდეს „ცენტრ-პოინტის“ დაზარებულების პრობლემის მოგვარებას. მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულია 6 500 ოჯახი, აქედან 4 000 ოჯახი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში. მათ ნაწილობრივ აუშენეს სახლები და ეს მშენებლობები არ დაასრულეს. შესაბამისად, იქ შეუძლებელი იყო ინვესტორის ან რაიმე კომერციული შინაარსის გამოძებნა. ამიტომ ჩვენ, მერიამ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძიებინა თანხები და ამ ადამიანებისთვის შეგვექმნა ცხოვრების პირობები. პროექტი ჯდება დაახლოებით, 40 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენლად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, მიიღებენ სრულფასოვან კორპუსებს და ამით მათი ცხოვრების ხარისხი გაცილებით გაუმჯობესდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ პრივატიზაციის მიზანი არის საუკუნის პრობლემის უდიდესი ნაწილის მოგვარება, რასაც ჰქვია დაუსრულებელი მშენებლობები და „ცენტრ-პოინტი“. არ შეიძლება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.




რაც შეეხება სპორტსმენებს, რომლებიც მერიის კუთვნილ აღნიშნულ შენობაში ვარჯიშობდნენ, მერის მოადგილე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ აშენებულ ახალ, მულტიფუნქციურ კომპლექსებში ჭიდაობისთვის განსაკუთრებული სექციებია გათვალისწინებული, სადაც სპორტსმენებს გაცილებით უკეთეს პირობებში შეუძლიათ ვარჯიში.



„ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ნებისმიერი სპორტის წარმომადგენელს და მათ შორის, მოჭიდავეებს. ჩვენ ვაშენებთ ახალ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსებს, სადაც ჭიდაობისთვის განსაკუთრებული სექციებია გათვალისწინებული. თუკი ისინი მოგვმართავენ და სურთ, რომ ასეთი კარგი აქტივობით დაკავდნენ, ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ. გარდა ამისა, არსებობს ჭიდაობის ფედერაცია, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მიმართვის შემთხვევაში, ჭიდაობის ფედერაცია მათ არ დატოვებს უყურადღებოდ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up