ილია დარჩიაშვილი - საქართველო ისწრაფვის იმისკენ, რომ რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა

ილია დარჩიაშვილი - საქართველო ისწრაფვის იმისკენ, რომ რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა

access_time2022-09-20 14:40:00

პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც დგას ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობის ფორმატში. ეს იყო ერთ მთავარი საუბრის შინაარსი, ხოლო მეორე მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე გლობალურ გამოწვევებს რეგიონალურ გამოწვევებს და იმ გზებს თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებს აღვუდგეთ ეფექტიანად, ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ნატოში ინტეგრაციის კუთხით.


„საქართველოს ორი გაცხადებული, ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ პოლიტიკას, რათა საქართველო იყოს წარმატებული ამ მიმართულებით. თურქეთი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა, მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ჩენ ვაგრძელებთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას, რაც მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.



საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციით და საქართველო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.


„საქართველო ისწრაფვის იმისკენ, რომ ჩვენს რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა და ამ მიმართულებით საქართველს პრემიერ-მინისტრი როგორც თავად, ისე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მთავრობა აქტიურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეს პროცესი განვამტკიცოთ, იმისთვის რომ ყველამ ერთად, კოორდინირებულად ეფექტურად აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ჩვენს რეგიონში, როგორც იცით, ამ ომმა შესაბამისი ზეგავლენა იქონია, ისე როგორც მთელს მსოფლიოში და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ეს მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი კოორდინაციით და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up