ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს

ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს

access_time2022-09-22 11:30:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები, მან გამართა შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს იყო დღევანდელი ორმხრივი შეხვედრები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ილია დარჩიაშვილის თქმით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო, გლობალური საკითხები მიმოიხილეს.


„როგორც ყოველთვის, განიხილება ერთის მხრივ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ ის საერთაშორისო გლობალური საკითხები, რომელიც აწუხებს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა ის საკითხი,რომელიც საჭიროებს საერთო, ძლიერ კოორდინაციას, რათა გავუმკლავდეთ საერთაშორისო გამოწვევებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.



ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.


„ამ ვიზიტის ფარგლებში მეც, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს მქონდა რამდენიმე შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, შევხვდი პოლონეთის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო დღის წესრიგსა და ორმხრივ ფორმატებში, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა და როგორ უნდა გავხადოთ, ერთი მხრივ, რაც ჩვენ გვაწუხებს, ჩვენი რეგიონი უფრო მეტად უსაფრთხო, ხოლო მეორე მხრივ გლობალური პრობლემები, რომელიც აწუხებს ყველას, როგორ გავუმკლავდეთ ყველა ერთად ამ გამოწვევებს,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up