ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

access_time2022-05-20 17:40:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებს და გერმანიის მნიშვნელოვან როლს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების პროცესში.


შეხვედრაზე გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და მის შემდგომ პროცედურებზე, ხაზი გაესვა სამივე ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირის და პარტნიორი სახელმწიფოების განგრძობითი მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც სათანადო პასუხი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო დგას.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რაც უკავშირდება რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან.


კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის ბრწყინვალე თანამშრომლობა ყველა სფეროში და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რისთვისაც მომავალში მჭიდრო კოორდინაციის მზაობა გამოთქვეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს - „რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ“

ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს - „რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ“
access_time2022-07-06 17:43:29
„ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ, - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ლაიენმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებით ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რომელსაც ივლისის თვის შუა რიცხვებისთვის...

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-06 17:30:27
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9105 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.25 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

ბიზნესის პოზიცია სამუშაო სივრცის მოწყობის ახალი რეგლამენტის შესახებ

ბიზნესის პოზიცია სამუშაო სივრცის მოწყობის ახალი რეგლამენტის შესახებ
access_time2022-07-06 18:20:00
საქართველოს მთავრობამ სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რა პირობები უნდა იყოს დახურულ სამუშაო სივრცეში, ვის ეხება ახალი რეგულაციები და რამდენად მომზადებულია ამისთვის ბიზნესი? როგორც, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „ბიემჯის“ ეთერში განაცხადა,...

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...


მსგავსი სიახლეები

up