ილია ბეგიაშვილი TI-ის კვლევაზე - ვერ დავეთანხმებით გამოთქმულ ეჭვებს გარკვეულ კორუფციულ რისკებზე

ილია ბეგიაშვილი TI-ის კვლევაზე - ვერ დავეთანხმებით გამოთქმულ ეჭვებს გარკვეულ კორუფციულ რისკებზე

access_time2020-06-01 19:00:40

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას, რომლის თანახმადაც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება, არ ეთანხმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

„ამ პროგრამის მთავარი აზრი ისაა, რომ გადაწყვეტილებას - რა გაკეთდეს გამოყოფილი თანხით, სოფლის კრებებზე, იღებს იქ მცხოვრები მოსახლეობა. პროგრამის სრული ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი ნაწილდება 57 მუნიციპალიტეტის 3111 სოფელზე, სადაც გასულ წელს 4883 პროექტი განხორციელდა. ეს არის დაბალბიუჯეტიანი პროექტები და კანონის თანახმად 5 ათას ლარამდე შესყიდვა თავისუფლდება სატენდერო ვალდებულებისგან. ამ პროგრამის კიდევ ერთი სიკეთე ისაა, რომ პატარა შესყიდვებში მონაწილეობენ პატარა კომპანიები, რომელთაც ეძლევათ საშუალება წლიდან წლამდე განვითარდენენ და ქართულ სამშენებლო ბაზარზე აქტიური მოთამაშეები გახდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტებში, ძირითადად, დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა,“ - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

მისივე თქმით, მცირებიუჯეტიანი პროექტების ხანგრძლივობა, ზოგ შემთხვევაში, 1-2 კვირაა და ასეთ შემთხვევებში არაგონივრული იქნება 2-3 თვიან სატენდერო  პროცედურებში შესვლა. 

„ნამდვილად ვერ დავეთანხმებით კვლევაში გამოთქმულ ეჭვებს გარკვეულ კორუფციულ რისკებზე. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ისეთი პროგრამების ეფექტიანობით, რომელიც ადამიანებისა დასაქმებას და კომპანიების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. რაც შეეხება შეკითხვებს, მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა თუ პირს, თითოეული უკვე განხორციელებული პროექტის მაგალითზე ვაჩვენოთ ამ პროგრამის სიკეთე,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.


                                                                                                                                                             

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up