ილია ბეგიაშვილი - რეგიონულ პროექტებთან მიმართებაში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, რაც სამუშაოების შესრულების ხარისხსა და საბოლოო ვადებზეც პოზიტიურად აისახება

ილია ბეგიაშვილი - რეგიონულ პროექტებთან მიმართებაში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, რაც სამუშაოების შესრულების ხარისხსა და საბოლოო ვადებზეც პოზიტიურად აისახება

access_time2020-02-12 20:10:16

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით დაფინანსებული პროექტების 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გაწეული სამუშაოს მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.



„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 310 მილიონი ლარის 1260 პროექტი დაფინანსდა. აქედან ყველაზე დიდი წილი საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოდის, შემდეგია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგება, საბავშვო ბაღების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური, კულტურის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაღვრეებისა და ნაპირსამაგრი, სკვერების, ბაღების, ხიდების მოწყობის სამუშაოები. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის 417 პროექტს მოხმარდა 23 მილიონი ლარი, ხოლო სტიქიის პრევენციის 148 პროექტი დაფინანსდა 17 მილიონი ლარით, განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში 40 მილიონი ლარით 640 სკოლისათვის დაფინანსდა 733 პროექტი, ხოლო მთის ფონდიდან 11.8 მილიონი ლარის 28 პროექტი განხორციელდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 40 მილიონი ლარის 4812 პროექტი შესრულდა,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.




მინისტრის მოადგილის თქმით, 2020 წელს რეგიონებში 340 მილიონი ლარის 6 350-მდე პროექტი დაფინანსდება.



„2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, ტენდერი გამოცხადებულია 230 მილიონი ლარის 530 პროექტზე და მიმდინარეობს 20 მილიონი ლარის პროექტების შერჩევის პროცესი. სისტემური ცვლილებების და უკვე დაგროვილი გამოცდილების შედეგად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ტენდერები ფაქტობრივად დასრულდა, მაშინ როდესაც 2019 წელს სატენდერო პროცესი მაისამდე, ხოლო 2018 წელს ივნისამდე გაგრძელდა. ეს ხელშესახები პროგრესია, რაც სამუშაოების შესრულების ხარისხსა და საბოლოო ვადებზეც პოზიტიურად აისახება,“ - თქვა ილია ბეგიაშვილმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up