ილია ბეგიაშვილი - ძალიან გადაჭარბებული და უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო

ილია ბეგიაშვილი - ძალიან გადაჭარბებული და უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო

access_time2020-01-15 15:29:54

„ორივე მთის კურორტი, ბაკურიანი და გუდაური, თავისი სამარაგე სისტემებით, წყლით, 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით მარაგდება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბაკურიანსა და გუდაურში სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყო და სხვადასხვა უწყებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა გაანალიზა ყველა ის პრობლემა, რომელიც გასულ წელს არსებობდა კურორტებზე, მათ შორის: საცობების, პარკინგების, წყალმომარაგების, გზების მოწესრიგების, მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, დაისახა გეგმები და გატარდა ღონისძიებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბეგიაშვილის თქმით, წყლის არსებული მარაგი სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ აბონენტისთვის, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს ოპერირებას, თუმცა წლევანდელმა მშრალმა ყინვებმა გამოიწვია მიწისქვეშა წყაროების გაყინვა, რის გამოც დაიკარგა გარკვეული რაოდენობის დებეტი.



,,გუდაურში გვქონდა პრობლემა მხოლოდ ერთ კომპლექსთან, მთლიანი გუდაური კი 24-საათიან რეჟიმში მარაგდებოდა. ანალოგიური ვითარება იყო ბაკურიანშიც. წყალმომრაგება და წყალარინება ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა, არსებულ სირთულეებს დაემატა ავარიებიც, რამაც განაპირობა დებეტის სიმცირე. თუმცა ვერ დავეთანხმები იმას, რომ საკურორტო სეზონისთვის წყალმომარაგების მხრივ ყველაფერი გაუთვლელი იყო. ერთადერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი იყო, რომ დებეტის მსგავს ვარდნას ნამდვილად არ ველოდით,“-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.




მისივე თქმით, მთიან კურორტებზე ნმუდმივად იზრდება აბონენტების რაოდენობა და მხოლოდ გასულ წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ბაკურიანში, 800 ახალი აბონენტი დაიერთა, საიდანაც 200-ზე მეტი კომერციული ობიექტია.



,,წარმატებული საკურორტო სეზონისა და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, წყალი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა მთლიანობაში თუ შევაფასებთ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებული და აბსოლუტურად უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო. აქვე დავამატებ, რომ იმ ადგილებში სადაც პრობლემა არსებობდა, წყალმზიდების საშუალებით 24-საათიან რეჟიმში ვაწვდიდით წყალს,“-აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.



როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი, ასეთი მოდელის შემუშავება კი განაპირობა კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. შეთავაზებული ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე.



ილია ბეგიაშვილის თქმით, ეფექტიანი საჯარო მმართველობა, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up