გაზიარება
ყველაფერი კორონავირუსზე
მსოფლიო
30.09.2020 / 05:36
ილჰამ ალიევი - თურქეთის შეიარაღებული ძალების F-16-ები საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ
ილჰამ ალიევი - თურქეთის შეიარაღებული ძალების F-16-ები საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი SU-25 ჩამოაგდო.
„ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ეს-ეს არის გავიგე, რომ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც დაუდასტურებელია. თურქეთის შეიარაღებული ძალების F-16-ები საომარ მოქმედებებში არანაირად არ მონაწილეობენ,“- აღნიშნა ალიევმა რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ავიაგამანადგურებელმა F-16-მა სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების SU-25 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა.
IPN.GE