ილჰამ ალიევი - სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია

ილჰამ ალიევი - სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია

access_time2020-10-08 12:38:16

სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ განაცხადა.

„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში ათობით მოლაპარაკება გავმართე სომხეთის ორ ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან. წინა დებატების დროს ჩვენ შევიმუშავეთ პრინციპები კონფლიქტის გადასაჭრელად. ვიყავით კონსტრუქციულები“, – განაცხადა ალიევმა.

თუმცა, მისი თქმით, ორი წლის წინ ხელისუფლებაში „გადატრიალების შედეგად მოსულმა“ ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკების პროცესი გაანადგურა.

„მე არაერთხელ შევხვდი მას, მაგრამ ეს შეხვედრები უაზრო იყო. მან მითხრა, რომ ტერიტორიები არ დაბრუნდებოდა, ამბობდა, რომ ისინი სომხეთს უნდა მიუერთდეს“, – აღნიშნა ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „სომხეთის ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია უნდა შეცვალოს და უარი თქვას მაქსიმალისტურ პოზიციაზე. უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი – ეს სომხეთია“.

როგორც ალიევი აღნიშნავს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში მიემგზავრება მინსკის ჯგუფის ელჩებთან შესახვედრად, სადაც თვის დასაწყისში ასევე უნდა გამგზავრებულიყო სომხეთის წარმომადგენელი, მაგრამ მან ეს შესაძლებლობის იგნორირება მოახდინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთს მოლაპარაკებების წარმოება არ სურს.

1tv.ge




საქართველომ უკრაინულ „ALTKOM“-ს საერთაშორისო დავა მოუგო

საქართველომ უკრაინულ  „ALTKOM“-ს საერთაშორისო დავა მოუგო
access_time2021-06-25 10:00:53
მრავალწლიანი საერთაშორისო დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.   „ALTKOM“-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო გაფორმებული ხელშეკრულება 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. რის შემდეგაც...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-24 21:00:30
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწტვეტილებით, 245 000 ფიზიკურ და 344 პირს კოვიდჯარიმები ჯამში 76 მლნ ლარი ჩამოეწერება.   2. „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-24 18:00:11
ლარი გამყარებას განაგრძობს. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ძირითად საერთაშორისო ასევე თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში გამყარდა. სომხურ დრამთან და რუსულ რუბლთან კი გაუფასურდა. 0.79 თეთრიანი გამყარების შემდეგ 25 ივნისს, დოლარის ოფიციალური კურსი 3.1470 იქნება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი მიმდინარე კურსი 3.1450-ა, იმდენივე, რამდენიც დილით ვაჭრობის დასაწყისში. ევროსთან მიმართ ლარი 1.04 თეთრით გამყარდა და კურსი...

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან
access_time2021-06-24 16:55:59
ვითიბი მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან,  ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში,  ყველაზე მაღალ - 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.   „ჩვენ...

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა
access_time2021-06-24 19:00:18
დღის მთავარი თემა გახდა პრემიერის გადაწყვეტილება, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს 76 მლნ ლარის მოცულობის ჯარიმები ჩამოეწერება – კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ამნისტიას მხოლოდ გადაუხდელ ჯარიმებზე ითვალისწინებს და ვინც უკვე გადაიხადა, მას თანხა არ დაუბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება Commersant-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე...


მსგავსი სიახლეები

up