ილჰამ ალიევი - სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ

ილჰამ ალიევი - სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ

access_time2020-09-27 12:43:33

სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ალიევი ამბობს, „სომხეთი ბოლო დროს მთიან ყარაბაღში ლიბანიდან ოჯახებს ასახლებს“.

„ყარაბაღში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ყარაბაღის მოსახლეობა მცირდება და ამიტომ სომხეთი იქ უცხო ქვეყნებიდან ასახლებს ხალხს. ეს არაკანონიერია. ყარაბახში არსებულ მეჩეთებს შეურაცხყოფენ, ჩვენი წინაპრების საფლავებს ანგრევენ.

როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი სომხეთია, ეს ტყუილია. როცა მე ვამბობ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს სიმართლეა.

საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო არენა ჩვენს მხარესაა, აღიარებულია რომ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.


როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიისადმი სამხედრო მიზნები არ აქვს

„ბოლო დროს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ პროვოკაციებმამუდმივი ხასიათი მიიღო. ივლისის თვეში სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით ისევ არტილერიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩვენი სამხედროები და ერთი მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა. არავისთვის საიდუმლო არ არის რომ ცეცხლი, მათ შორის ცეცხლი არტილერიიდან სომხეთმა გახსნა და პირველი გარდაცვლილებიც აზერბაიჯანის სამხედროები იყვნენ. აზერბაიჯანმა მტერს საკადრისი პასუხი გასცა და მათ ერთი სანტიმეტრითაც წინ ვერ წამოიწიეს. მტერი გაჩერებული იქნა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნა. ჩვენი საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხური მხარე იძულებული გახდა მწარე დამარცხებას შეეგუოს.

მე ამის შესახებ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები შეგვეძლო, ჩაგვეტარებინა. მაგრამ ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, მაშინ რამდენიმე დღის მერე ცეცხლი გაჩერებული იყო“,- განაცხადა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.



1ტვ

თეგები:
ალიევი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up