ილჰამ ალიევი: საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით

ილჰამ ალიევი: საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით

access_time2020-09-21 17:33:06

საქართველომ არ დაუშვა იარაღის გადატანა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთისთვის რუსეთიდან და სერბეთიდან იარაღის მიწოდებაზე საუბრისას. ტექსტი აზერბაიჯანის ლიდერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.


საქართველომ იმოქმედა, როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო ამისთვის საქართველოს მთავრობის მიმართ, - განაცხადა ილჰამ ალიევმა:


„უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებს ამ მიმართულებით მაღალ შეფასებას ვაძლევ. როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანა. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთს კასპიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით იარაღით საჰაერო გზით ამარაგებენ. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს. მთავრობათშორისი ურთიერთობები ყოველდღიურად მტკიცდება, ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უახლოეს მომავალში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა ვიზიტის პროგრამა მზადდება. ბევრი შეკითხვაა. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორიული კავშირები, ისე საერთო ინტერესები. დღევანდელი კავშირები და თანამშრომლობის განვითარება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში არიან და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ტელეარხებთან საუბარში.


ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი „ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და სტაბილურობას.


სომხეთი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდა, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა:


„შეხედეთ როგორ იქცევა სომხეთი. საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ადგილობრივი სომეხი, სომხეთის ხელმძღვანელების წაქეზებით, სეპარატიზმისკენ მიდრეკილებას ავლენს. ეშმაკურად პროვოკაციულ, იდეოლოგიურ საქმეს ეწევიან.



ნუთუ სომხეთი საქართველოს მიმართ გულწრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს? არა. ისინი უსაფუძვლო პრეტენზიებს გამოთქვამენ ქართული ეკლესიების მიმართ, რეგიონში, სადაც სომხები ცხოვრობენ, ხდება ისტორიული ძეგლების არმენიზირება, არ გამოხატავენ სათანადო პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ. ამავდროულად სომხეთი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას , ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდა. ეს როგორ შეიძლება? შენ არ აღიარებ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხს არ დავიწყებია, თუ რა სისასტიკე ჩაიდინა ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა აფხაზეთის ომის დროს, ვის მხარეს იბრძოდა და ვის მხარეს იმყოფებიან ახლა სომხები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და ხელისუფლების დიდ ნაწილს დაეუფლნენ. აზერბაიჯანი კი ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში აჩვენებდა და მომავალშიც აჩვენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ცალსახა პოზიციას. ამაშია განსხვავება. რა თქმა უნდა , მგონია, რომ ქართველმა ხალხმა დღეს კარგად იცის, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ-მტერი, - განაცხადა ალიევმა.


პორტალ haqqin.az– მა მიმდინარე წლის ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთმა მიიღო სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია. ”სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იმავე დღეებში სომხეთში უკვე რუსეთიდან ასევე საქართველოს გავლით KamAZ- ის მანქანებით შეიტანეს GRAD-ის გამშვები დანადგარი და ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალა“, - ნათქვამია სტატიაში.


ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს დროებითი რწმუნებული სერბიის საკითხებში დანიცა ვეინოვიჩი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებებმა დეზინფორმაციული ხასიათის სტატია გაავრცელეს.


საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთისთვის საქართველოს გავლით იარაღის მიწოდების საკითხის კომენტირებისას.


რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან მიღებული პასუხი ნიუსში აისახება.


www.radiotavisupleba.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up