ილჰამ ალიევი: ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კარგი მაგალითია სომხეთისთვის

ილჰამ ალიევი: ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კარგი მაგალითია სომხეთისთვის

access_time2020-10-23 19:00:11

მშვიდობა მთლიანად შეცვლის ვითარებას რეგიონში - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


„ვიმედოვნებ, რომ როდისმე მოვესწრები დროს, როდესაც სამი კავკასიური ქვეყანა ერთმანეთთან ითანამშრომლებს.


მაგალითად, დღეს ურთიერთობები საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან, მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, კარგი მეზობლები და მეგობრები ვართ.


ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ ერთად   - ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო მიმოსვლა, პროექტები ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი - ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი - ერზერუმი, TANAP და მრავალი სხვა.


აზერბაიჯანი საქართველოში პირველი ან მეორე ინვესტორია თურქეთის შემდეგ.


სხვათა შორის, 90-ან წლებში, როდესაც გაზსადენის მშენებლობის პროექტი განიხილებოდა, დასავლელი პარტნიორები  მილის აშენებას სომხეთის გავლით გვირჩევდნენ. რუკას შეხედეთ - ეს მართლაც უმოკლესი მარშრუტია.


მაგრამ ამ პროექტებში ჩართვისთვის სომხეთს ოკუპირებული მიწები უნდა გაეთავისუფლებია. თუმცა, სომხები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამ და სხვა მილსადენებს ვერ ავაშენებდით და ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს.



ახლა, ალბათ ძალიან ნანობენ.  ოკუპაციის გამო სომხები ჩიხში გაიჭედნენ. მათ აქვთ სარკინიგზო მარშრუტი გიუმრი-ყარსი, თუმცა, აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციის გამო თურქეთმა ეს რკინიგზა ჩაკეტა.


ფაქტობრივად, ამ გზით სომხებს ზღვაზე ძალიან მოკლე და სწრაფი გასასვლელი აქვთ, მაგრამ ისინი ამაზე უარს თავად ამბობენ.


ბევრმა არ იცის, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ღიადაა შეტანილი ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთთან. ალბათ ძალიან შეშლილი უნდა იყო, რომ ისეთ ძლევამოსილ ქვეყანასთან, როგორც თურქეთია, ტერიტორიული პრეტენზიები გქონდეს.


თუმცა, მთელი სომხური იდეოლოგია ამაშია.


სომხეთის და თურქეთის საზღვარი ოკუპაციის გამო დახურულია.  როდესაც ოკუპაცია დასრულდება, საზღვარიც გაიხსნება. ეს ანკარას ოფიციალური პოლიტიკაა, და ერევანში ეს კარგად იციან.


თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგების გარეშე სომხეთს მომავალი არ გააჩნია. ეს პატარა ქვეყანაა, და ის კიდევ უფრო პატარავდება. მოსახლეობაც მცირდება ძალიან მაღალი მიგრაციის გამო.


თურქეთის მოსახლეობა 83 მლნ,-ია, აზერბაიჯანის - 10 მლნ. სომხეთის კი  - 2 მლნ. სომხებმა უნდა იფიქრონ - როგორ აპირებენ ამ რეგიონში 10, 20, 50 წლის შემდეგ ცხოვრებას, თუ ისინი ელემენტარული ლოგიკის უარყოფას გააგრძელებენ, და ოკუპაციას არ შეწყვეტენ.


ჩვენ დავანახეთ მათ ვინ ვინ არის ბრძოლის ველზე. მთელი მათი მითები სომხური ჯარის სიძლიერეზე - მცდარია. მათი ჯარი გარბის. ჩვენ ვიმარჯვებთ, მანამ არ გავჩერდებით, სანამ ისინი ჩვენს მიწებს არ დატოვებენ“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

haqqin.az


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up