ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა

access_time2020-10-04 13:30:00

აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი ჯებრილის, ფიზულისა და ტერტერის რაიონებში კიდევ 7 სოფელზე დაამყარა.

იქამდე კი, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი სოფელ მაგადიზშიც აღადგინეს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.



IPN.GE






როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა
access_time2021-07-30 11:20:36
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.  მთლიანად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, საიდანაც თუ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რეკორდული - 29.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის ცნობით 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,...

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ
access_time2021-07-30 09:55:37
საოჯახო მოწყობილობები იშვათად გვათავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია  Bespoke მაცივარი, რომელიც ინოვაიური და ახალი სიტყვაა საოჯახო ტექნიკის წარმოებაში. კორეული გიგანტისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარელებთა აზრი და უკუკავშირი. ეს პროდუქტიც...


მსგავსი სიახლეები

up