აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა ემყარება მეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც აჩვენებს დიდ დინამიკას და მოიცავს ბევრ სფეროს“,- წერს ილჰამ ალიევი.