შვედური კომპანია IKEA რუსეთსა და ბელარუსში მაღაზიებს ხურავს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მიიღეს.
სავაჭრო ცენტრები „მეგა“ მუშაობას გააგრძელებენ.
IKEA–ს 15 000 თანამშრომელი მხარდაჭერას მიიღებს, მათ შორის ხელფასებს.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ IKEA–ს ფონდმა 20 მლნ ევრო გაიღო უკრაინაში ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.