III და IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები პროგრამა ბალანსში

III და IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები პროგრამა ბალანსში

access_time2021-09-10 09:55:41

არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა III და IV კატეგორიის საწარმოებმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მათი ზომითი კატეგორიისათვის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარადგინონ.


აღნიშნული ანგარიშგებების მომზადება მოითხოვს დიდი დროით რესურსს და საკმაოდ შრომატევადი საქმეა ბუღალტრებისთვის. იმისათვის, რომ ბუღალტრების საქმე შემსუბუქებულიყო და გამარტივებულიყო ფინანსური ანგარიშგებების დამუშავების პროცესი, საბუღალტრო პროგრამა  ბალანსში მომზადდა მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისათვის განკუთვნილი ანგარიშგებების მზა მოდელები.


ეს ანგარიშგებებია:

შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების

ფულადი ნაკადების

ფინანსური მდგომარეობის შესახებ


მზა მოდელებს ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ სპეციალური ფორმები, რომელსაც ერთვის შესაბამისი ფორმულები. თუ მთელი წლის განმავლობაში ბუღალტერია სწორად იქნა აღრიცხული, მაშინ მე-3 და მე-4 კატეგორიების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად ბუღალტერს ფორმულაში შესაბამისი ანგარიშების მითითებს სჭირდება. ამის შემდეგ, პროგრამა ბალანსი კალკულაციებს ავტომატურად გააკეთებს.



ასევე, III და IV კატეგორიების საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისას ბუღალტრებს პროგრამა ბალანსში შეეძლებათ: 

ანგარიშგების აწყობების შეუსაბამობების პოვნა; 
შევსების ფორმულის განსაზღვრა ანგარიშგების თითოეულ უჯრაში;
ანგარიშგების თითოეულ დანაყოფში გამოყვანილი შედეგის გაშიფვრა ფორმულის მიხედვით და პირველად დოკუმენტამდე მისვლა გაშიფვრის შედეგად;
ანგარიშგების უჯრის შევსების წესის ცვლილება;
აუდიტის ჩატარების შემდეგ მაკორექტირებელი გატარებების შეტანა პერიოდის მითითებით; 
ბუღალტრული ანგარიშგებების გამოტანა მაკორექტირებელი გატარებებით, ან მის გარეშე, ან მხოლოდ აუდიტორის გატარებების დათვალიერება.

 
თუ  ანგარიშგებების წარდგენამდე მაკორექტირებელი გატარებები დაფიქსირდა, ბალანსის ბრუნვით უწყისსა და სხვა ბუღალტრულ ანგარიშგებებში შესაძლებელი იქნება ამ გატარებების იდენტიფიცირება და ცალკე ნახვა. ეს ფუნქციონალი შესაძლებლობას იძლევა, ბუღალტრებმა დააკორექტირონ და თავიდან გამოიტანონ ანგარიშგებებში ის გატარებები, რომლებიც არასწორად იქნა შესრულებული.


კანონის თანახმად, მესამე კატეგორიისა არის სუბიექტი, რომელიც: არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მეოთხე კატეგორიისაა სუბიექტი, რომელის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

სუბიექტის განმარტება კი ასეთია: საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი წარმოადგენენ მესამე, მეორე ან პირველი კატეგორიის საწარმოებს.

 
რაც შეეხება პროგრამა ბალანსს პროგრამა ბალანსს: ბალანსი დაწერილია 1C ის 8.3 პლატფორმაზე. პროგრამა სრულად შეესაბამება ქართულ საგადასახადო კანონმდებლობას, აქვს სამენოვანი ინტერფეისი - ქართული, რუსული და ინგლისური. ბალანსი იდეალურია წარმოების, მშენებლობის, ვაჭრობის სფეროს აღრიცხვისთვის. 

პროგრამის 1C უფასო დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბალანსის ოფიციალურ საიტზე - www.balance.ge




(R)


თეგები:
ბალანსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up