IG Development-მა ე.წ. „ზაკვოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო

IG Development-მა ე.წ. „ზაკვოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო

access_time2021-10-13 17:00:54

IG Development-მა ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილ შტაბბინის დემონტაჟი დაიწყო. რითეილ ბაზრის ლიდერმა კომპანიამ ნაგებობების დემონტაჟის ნებართვა 12 ოქტომბერს მიიღო. ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობას.

 



არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე სადემონტაჟო სამუშაოთა პროექტია ატვირთული, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასაშლელია ათსართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართით 33 641.35 კვ.მ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშლელ სამუშაოთა წარმართვა სასურველია კალათა საკიდიანი, მუხლუხა სავალიანი ამწეებით და ხელით. დაშლის სამუშაოებზე დამკვეთის მიერ დადგენილი გეგმიური ხანგრძლივობა 12 თვეს შეადგენს. აღნიშნულ პროექტს თან ექსპერტის დადებითი დასკვნა ახლავს.

 

2021 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გარიგების შესახებ „კომერსანტი“ ექსკლუზიურად გიყვებოდათ.  „თი ბი სი“ ბანკმა საკუთრებაში არსებული ობიექტი (უნივერსიტეტის ქ. #2), რომელიც მრავალი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, რითეილ ბაზრის ლიდერ „IG Development“-ს მიჰყიდა. უძრავი ქონება კომპანიამ ოფიციალურად 18 ივნისს გადაიფორმა.

 


IG Development“-ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე კომერსანტს უყვებოდა, რომ ქონებასთან დაკავშირებით მასშტაბური გეგმები აქვს. ბიზნესმენი დედაქალაქის ცენტრში საუკეთესო პროექტს განხორციელებას გეგმავს. პროექტს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაეთმობა. 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით, „IG Development“-ი „residential“-სა და ბიზნეს ცენტრს ააშენებს. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სპა, ღია და დახურული აუზები, კორტები და პატარა ტყეც გაშენდება. რამდენიმე კვირის წინ ჩაწერილ ინტერვიუში მინდია საბანაძე ამბობდა, რომ ახლა არის ის მომენტი, როდესაც სიტუაცია რადიკალურად იცვლება. „IG Development“-ის დამფუძნებელს მიაჩნდა, რომ უახლოეს მომავალში ვითარება გამოსწორდება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება დაიწყება. ბიზნესმენმა გვითხრა ისიც, რომ პროექტის განხორციელებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.

 



„ტერიტორია, 45 000 კვ. მეტრი სრულად შევისყიდეთ, ვფიქრობთ „residential“-ის და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას. დღევანდელი დეველოპერები ყოველთვის ცდილობენ კოეფიციენტი გაზარდონ, ჩვენ პირიქით, მინიჭებული კოეფიციენტის ათვისებაც არ გვინდა. იდეაში გვაქვს ორი მაღალი შენობის, ბიზნეს ცენტრისა და საცხოვრებელის აშენება, ასევე დაბალი განაშენიანების პატარ-პატარა შენობების განვითარება. მოეწყობა კონსოლიდირებული სარეკრეაციო სივრცე, დღეს ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ მათ მიერ განხორციელებულ პროექტს სარეკრეაციო სივრცე ექნება. ჩვენს კომპლექსში მიწის ზევით მანქანას ვერ დაინახავთ, რადგან მიწისქვეშა პარკინგი აშენდება. ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ფეხით სასეირნო ბილიკები იქნება, მოეწყობა ხელოვნური ტბა, ტყე, დაიდგმება ქანდაკებები, განათებები, კაფე-რესტორანი, სარკისებური წყლის სივრცე, რომელიც ჩანჩქერისებულად გადმოდის, მთლიანობაში ძალიან ლამაზი, აბსოლუტურად განსხვავებული სივრცის განაშენიანებაა დაგეგმილი. სპა, დახურული და ღია აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სალონი, კორტები  - დღეს ქალაქის ცენტრში ასეთი სივრცე არ არის. კომპლექსს წინ ესაზღვრება ცენტრალური პარკი, რამაც პროექტის განხორციელების სურვილი გაგვიორმაგა და გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ“, - აცხადებდა „კომერსანტთან“ მინდია საბანაძე.

 



ასევე, გეტყვით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „თიბისი ბანკი“ ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავდა, სწორედ ამ მიზნით შეიძინა საფინანსო ინსტიტუტმა წლების წინ ეს უძრავი ქონება, თუმცა არჩევანი საბოლოოდ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ლისის ტბასთან, მთის ფერდობზე შეჩერდა.


ბაჩო ადამია


თეგები:
IG Development



ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
access_time2022-12-09 00:23:06
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ...

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი
access_time2022-12-08 22:27:45
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას...

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები
access_time2022-12-08 21:25:37
ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
access_time2022-12-08 20:51:47
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან,...

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2022-12-09 00:00:39
საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 5,375.52 ათასი დოლარის ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გასული  ბიუსტჰალტერების ღირებულებასთან შედარებით 44%-იან ზრდას აჩვენებს.   2022 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე სულ 276.78 ტონა ...


მსგავსი სიახლეები

up