„პურზე ფასის გაძვირების მიუხედავად, კომპანია „იფქლს„ მოგება შეუმცირდა“

„პურზე ფასის გაძვირების მიუხედავად, კომპანია „იფქლს„ მოგება შეუმცირდა“

access_time2020-01-10 11:30:48

 „პურის ფასის გაზრდამ მხოლოდ ფქვილის გაძვირების კომპენსაცია მოახდინა, ხოლო ინფლაცია, საწვავი და დისტრიბუციის ხარჯი ვერ დააკომპენსირა. კომპანია დღესდღეობით 2 წლის წინ არსებულ მარჟაზე ნაკლებს იღებს ახლა, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა.“ - კომპანია „იფქლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ბაქარ ბაკურაძე საქართველოში პურის ბიზნესს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ფქვილის ფასის არასტაბილურობა ამ სექტორში უმთავრესი პრობლემაა.


gbc-ის  ინფორმაცით, პურის მწარმოებელი კომპანიების ხუთეულში „იფქლი“ მოწინავე ადგილს იკავებს. კომპანიის მთლიანი საქმიანობის ფინანსური ანგარიშის მიხედვით გაუნაწილებელმა მოგებამ წლის ბოლოს - 15 031 088 ლარი შეადგინა. კომპანიის დირექტორის მოადგილე კი „კომერსანტთან“  აღნიშნავს, ეს თანხა ბიზნესის გასაფართოვებლად და რეინვესტირებისთვის იხარჯება, თუმცა, თუკი ფქვილის ფასის არასტაბილურობა მოგებას მინიმუმამდე დაიყვანს, შესაძლოა პურის ფასი გაიზარდოს.


„15 მილიონი არის „იფქლის“ მოგება წლების განმავლობაში, რაც კი კომპანია არსებობს. ამ მოგების გატანა არ მოხდა, რადგან კომპანია იზრდებოდა და რეინვესტირება კეთდებოდა, ამიტომაცაა ეს გაუნაწილებელი მოგებაა და  ეს არის 15 წლის ნაგროვები თანხა.


იფქლის“  წლიური მოგება დაახლოებით 3 მილიონია, ანუ  კომპანიას მაქსიმუმ 10 პროცენტიანი ზრდა აქვს.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე შევინარჩუნოთ პროდუქტის ფასი, როცა ფქვილი ძვირდება. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, ეს არის წარმოება და წარმოებას შენახვა სჭირდება. როცა მოგებას არ დებს წარმოება,  ხდება ფასების კორექტირება,   ჩვენ ვცდილობთ ასე არ მოხდეს, სანამ გაუსაძლისი არ გახდება მდგომარეობა. ვცდილობთ, რომ არ გავზარდოთ პურის ფასი, რადგან მომხმარებელზე ვფიქრობთ. თუ ფქვილის ფასი არ გაიზრდებოდა, პურიც არ გაძვირდებოდა და დარჩებოდა იგივე.  კომპანია გაიზარდა რეინვესტირების ხარჯზე, ვაბრუნებთ ამ 15 მილიონს და განახლებას ვაკეთებთ, მაგრამ ეს არის 2000 წლის დასაწყისიდან მოყოლებული რიცხვი“ - ამბობს ბაქარ ბაკურაძე.



2018 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით პურის მწარმოებელი კომპანიების მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება.

იფქლი

იფქლი დიღომი

იფქლი პირველი

იფქლი 1

ლიტვური საცხობი+

 

 მარიამ მორგოშია


თეგები:
იფქლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up