იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

access_time2018-07-18 21:14:36

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება. ამის შესახებ გენმდივანმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.


სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს ავღანეთსა და ნატოს რეაგირების ძალებში. „გასულ კვირას, ნატოს 29-ვე მოკავშირემ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ“, - განაცხადა გენმდივანმა.


მანვე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას გაწევრიანების საკითხში და მიესალმება ქვეყანაში რეფორმების მხრივ პროგრესს. მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს რეფორმებს თავდაცვის სფეროში.



„მე ასევე ველოდები მოკავშირეების ფართო მონაწილეობას NATO-სა და საქართველოს სწავლებაში მომავალ წელს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.



გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა განიხილეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი და რეგიონში რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა. „შავ ზღვას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველო და NATO  გაააქტიურებენ თანამშრომლობას ამ რაიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.



მისი თქმით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სასაზღვრო ჯარების სწავლებას, თანამშრომლობს საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებთან და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ცენტრთან. გენმდივანმა აღნიშნა, რომ NATO  ერთიანია უსაფრთხოების მხარდაჭერის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები თქვენი ტერიტორიიდან“, - განუცხადა იენს სტოლტენბერგმა მამუკა ბახტაძეს.


IPN





რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up