იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით-დავით ზალკალიანი

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით-დავით ზალკალიანი

access_time2019-03-25 10:16:46

"ასეთი დატვირთვით ნატოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-სთვის"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც  ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ. მინისტრის განცხადებით,  ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში, მიმდინარე და მომდევნო კვირა უაღრესად ინტენსიური იქნება.

 

„დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ იგი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და ეს ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირას  დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტი  და მომდევნო კვირას  მე მექნება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში  შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ასევე ემთხვევა ნატოს-ს წავლებებს, რომელშიც ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს.

 


ზალკალიანის თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში ინტეგრირებისთვის და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით

საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული:

 

 "უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იქნება ვიზიტი, ვისაუბრებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც პრიორირეტულია. საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და ამ ინტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული: ნატო-საქართველოს  ერთობლივი კომისია, ყოველწლიური ეროვნული  პროგრამა, არსებითი პაკეტი, და ის წვრთნები, რომელიც ამ ვიზიტის დროს გაიმართება მართლაც მიანიშნებს უაღრესად ინტენსიურ და პოზიტიურ შესრულებაზე საქართველოს მხრიდან ყველა ძირითად მიმართულებაზე. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის თავდაცვის, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულის იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე,საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,  პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეთნ და პარლამენტის წევრებთან.

იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

 

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.​





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up