იენს სტოლტენბერგის ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას - მამუკა ბახტაძე

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას - მამუკა ბახტაძე

access_time2019-03-25 10:25:59

საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძემ იენს სტოლტენბერგს საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე ყველა იმ გამოწვევაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

 

პრემიერი თქმით, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.  

 


"დიდად ვაფასებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელის მიზანია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას ვინც მონაწილეობს ამ სწავლებაში. ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

 

"საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველო გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატოში ინტეგრაცია.

 

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება და ეხმარება ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზნის განხორციელებაში. საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ.

 

„ამავე დროს განვიხილეთ ის გამოწვევები რომელიც უკავშირდება რუსთის ფედერაციის მიერ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ გამოწვევებს რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ ორივე ტერიტორიაზე, ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც მომზადებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.

 

"ძალიან სასიხარულოა რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევრო ანტლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე , ეს გახლდათ ის მესიჯი რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის,“-განაცხადა საქართველოს პრემიერმა. 





22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up