იენს სტოლტენბერგი - ვფიქრობ, გვაქვს უნიკალური შანსი, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი

იენს სტოლტენბერგი - ვფიქრობ, გვაქვს უნიკალური შანსი, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი

access_time2021-03-23 16:50:00

ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნიკალური შანსი გვაქვს, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი, დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.


ბლინკენი ბრიუსელში სახელმწიფო მდივნის რანგში ნატო-ს მინისტერიალს პირველად ესწრება. იენს სტოლტენბერგმა, სწორედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება, რაც ალიანსების ხელახლა აღდგენას, ასევე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერებას გულისხმობს.


იენს სტოლტენბერგის თქმით, წინ ნატო-ს სამიტი და ინიციატივა „ნატო 2030“ არის.



„გასული წლების განმავლობაში უდიდესი ადაპტაცია განვახორციელეთ. ცივი ომის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ამ ადაპტაციის გაგრძელება და სწორედ ამას მოიაზრებს „ნატო 2030“. რადგან ნატო-ს წინაშე ისეთი გამოწვევებია, როგორიცაა რუსეთის განგრძობადი, შეუპოვარი ქცევა, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიულ ქმედებებზე არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, არამედ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერსივრცეში და ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინაშე ვართ, გვაქვს კიბერსაფრთხეები, უსაფრთხოების კუთხით გართულებები ჩინეთის აღზევების გამო, ასევე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ვერც ერთი მოკავშირე და კონტინენტი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს დამოუკიდებლად. ჩვენ გვჭირდება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთიანობა. ინიციატივა „ნატო 2030“ ეხება სწორედ იმას, თუ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და გავუმკლავდეთ “, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



1tv.ge








ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება
access_time2021-05-12 16:50:10
ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.დაანონსებულია სარაკეტო იერიში...

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა
access_time2021-05-12 20:00:08
ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც...

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost
access_time2021-05-12 18:00:51
საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა. -რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს...

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი
access_time2021-05-12 12:00:57
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ინტერვენციებს აგრძელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ქვეყანას 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაა. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up