იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ლიდერები ხვალ მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში

იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ლიდერები ხვალ მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში

access_time2022-03-23 22:30:00

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა დაასრულოს ომი და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში.

მისივე თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უპასუხეს ამ კრიზისს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერითა და რუსეთისთვის უპრეცედენტო საფასურის დაწესებით.

„უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის სასტიკი შეჭრა იწვევს სიკვდილს და განადგურებას ყოველდღიურად. მოკავშირეები არიან ერთიანი მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში და კრემლის სისასტიკის წინააღმდეგ. პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი, დაუშვას დახმარება, უსაფრთხო გზა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში. ნატო-ს მოკავშირეებმა უპასუხეს ამ კრიზისს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერითა და რუსეთისთვის უპრეცედენტო საფასურის დაწესებით. ნატო მოქმედებს სწრაფად და ერთობით მოკავშირეების დასაცავად. მოკავშირეების ასობით ათასი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია. ევროპაში იმყოფება 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი. 40 000 ჯარისკაცი არის პირდაპირ ნატო-ს სარდლობაში, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ჯარისკაცებს აქვთ საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერა, მათ შორისაა ხუთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ჩრდილოეთ ზონაში და ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ ხვალ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს. ველოდები, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში. პირველი არის ნატო-ს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიისპიერთიდან შავ ზღვამდე. ჩვენი უსაფრთხოების წინაშე ახალი რეალობაა. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა გრძელვადიანად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ხვალ ნატო-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.


„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაერო-ს ქარტიის შესაბამისად. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს, რომ დაიცვან ეს უფლება. 2014 წლის შემდეგ, მოკავშირეები წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს და მნიშვნელოვნად გააძლიერეს მათი შესაძლებლობები. ამას ახლა პრაქტიკაში იყენებენ დიდი სიმამაცით. გასულ თვეში მოკავშირეებმა გაზარდეს სამხედრო მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების, საწვავის და შეიარაღების მიწოდებას. ასევე, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობენ მილიონობით ლტოლვილს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ლიდერები მხარს დაუჭერენ დამატებით მხარდაჭერას, რაც გულისხმობს კიბერუსაფრთხოების კუთხით დახმარებას, ასევე აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება უკრაინას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვაში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაში, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის გარეთ და არ გადაიქცეს ნატო-ს და რუსეთის კონფლიქტად. ეს გამოიწვევს მეტ მსხვერპლს და განადგურებას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, დარწმუნებულია, რომ შეთანხმდებიან სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის მხარდაჭერის გაზრდაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველოს და ბოსნია ჰერცეგოვინას. ევროკავშირთან ერთად მუშაობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების უფლება. ჩვენს წინაშეა ფუნდამენტურად შეცვლილი უსაფრთხოების გარემო, სადაც ავტორიტარი მმართველები სულ უფრო მეტად არიან მზად, გამოიყენონ ძალა თავიანთი მიზნების მისაღწევად. ასევე, განვიხილავთ ჩინეთის როლს ამ კრიზისში. პეკინი შეუერთდა მოსკოვს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დამოუკიდებელი ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ჩინეთი უზრუნველყოფს რუსეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის უხეში ტყუილების და დეზინფორმაციის გავრცელებით. მოკავშირეები შეშფოთებული არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, უზრუნველყოს მატერიალური დახმარება რუსული შეჭრისთვის. ხვალ მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი შედეგები ექნება. უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვს თავდაცვის დაფინანსების გაზრდას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up