იენს სტოლტენბერგი საქართველოზე - განცხადება NATO-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე

იენს სტოლტენბერგი საქართველოზე - განცხადება NATO-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე

access_time2018-07-10 16:24:44

ერთი დღე ბრიუსელში NATO-ს სამიტამდე - მოლოდინი საქართველოში და იენს სტოლტენბერგის განცხადება.


„საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს, საქართველო NATO-ს წევრი გახდება“, - განაცხადა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მაგრამ სტოლტენბერგმა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.


„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც NATO-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო NATO-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ NATO-ს კარები ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების გზაზე. NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



ანალიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მას NATOში გასაწევრიანებლად მოეთხოვებოდა, მაგრამ NATOში საქართველოს გაწევრიანება მაინც ჭიანურდება და ეს ძირითადად რუსეთის მიზეზით ხდება.
საინტერესოა ისიც, რომ გუშინ უცხოურ მედიაში, ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქართველო NATO-ს წევრი „მაპის“ მინიჭების გარეშეც გახდეს და ალიანსში ინტეგრაციის ინსტრუმენტი ის ერთობლივი პროგრამები იყოს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.


ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, 12 ივლისს NATO-საქართველო-უკრაინის ფორმატის შეხვედრაც გაიმართება. ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.







„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG

„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG
access_time2020-09-18 11:00:21
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია...

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...


მსგავსი სიახლეები

up