იენს სტოლტენბერგი - საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას

იენს სტოლტენბერგი - საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას

access_time2021-01-22 17:40:00

საქართველო გახლავთ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნატო-ს შტაბ-ბინაში მორიგი სტუმრობა საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.



„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ნატო-ს შტაბ-ბინაში, სასიამოვნოა თქვენი ხილვა და თქვენი აქ დასწრება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა.



საქართველო გახლავთ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს. გამოწვევების, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, ნატო და საქართველო აგრძელებენ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ შეხვედრას, ჩვენს მიღწევებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და შევაფასებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია შემდგომში. გასულ წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაფართოვეთ, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში.




ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები, საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მიერ სამხედრო მშენებლობის გაგრძელებას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



ნატო-ს გენერალური მდივანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც შეეხო.



„ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.



შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების სფეროში. ეს არის გადამწყვეტი, რადგან პროგრესი რეფორმირების კუთხით უფრო გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატო-ს წევრობასთან. ჩვენ დღეს მივმართეთ ასევე მხარდამჭერ მისიას ავღანეთში. საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო ნატო-ს მისიაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სამხედროების პროფესიონალიზმს და იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს აქ იმყოფებით, თქვენი ვალდებულებისთვის ნატო-სა და ჩვენი პარტნიორობისათვის. ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.




1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up