იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მან ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს და მოუწოდა მას გააგრძელოს ალიანსთან დაახლოება და მოემზადოს მისი წევრობისთვის. ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე განაცხადა - აღნიშნავს ნატოს პრესსამსახური.
გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ქვეყანამ უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და დემოკრატიის გამყარების კუთხით.
„მოგიწოდებთ მთელი ძალებით გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა ნატოსთან დასაახლოვებლად და მოემზაადოთ ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარებას უზრუნველყოფს, ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უწოდა, რომელსაც წვლილი შეაქვს ალიანსის უსაფრთხოების პრინციპებში, მათ შორის ქართული შეიარაარებული ძალების მონაწილეობით ავღანეთში.
news.liga.net