იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას

იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას

access_time2019-04-04 09:30:04

რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ნატო-მ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


იენს სტილტენბერგის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.


„რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახლო პარტნიორებს, საქართველოსა და უკრაინას, სუვერენულ ერებს, რომლებსაც აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ გეზი,“ – განაცხადა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა.



ნატო-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.


სტოლტენბერგმა თავის სიტყვაში რამდენჯერმე ახსენა რუსეთი.


„2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსირება. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ერთმა სახელმწიფომ მეორე ქვეყნის ნაწილი მიითვისა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქცევის მაგალითებს. ისინი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიან არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე და შავი ზღვიდან ბალტიისპირეთში; სამხედრო აგენტის გამოყენება გაერთიანებულ სამეფოში; ასადის მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა, მუდმივი კიბერთავდასხმები ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, რომელთა სამიზნე არის ყველაფერი, დაწყებული პარლამენტებიდან და დამთავრებული ელექტროსადგურებით, რთული დეზინფორმაციული კომპანიები და ჩარევა დემოკრატიებში,“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


1ტვ





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up