ნატოს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.
imedinews.ge