ნატოს სამიტზე ალიანსის ლიდერები უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობას განიხილავენ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ჩვენს უსაფრთხოებაზე ჩინეთის აღმავლისა და რუსეთის აგრესიული ქცევის გავლენას განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ ჩვენი პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ლიდერები ასევე დაადასტურებენ სამხედრო ხარჯების გაზრდას.
„ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია. ორშაბათს, ჩვენ დისკუსიებს გავმართავთ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რათა ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს სამიტი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართბა.
imedinews.ge